რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 10 აგვისტოს

AutoSharing Option
10 აგვისტოს რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით 4 სპორტის სახეობაში 6 სპორტსმენი იასპარეზებს.

მშვილდოსნობაში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე გამოვლენ. ლობჟანიძე 1/32-ფინალში მექსიკელ ალეჰანდა ვალენსიას შეხვდება, ხოლო ესებუა - ინდოელ დეპიკა კუმარის.

16:00 - 19:55 1/32-ფინალი (ინდივიდუალური)
16:00 - 19:55 1/16-ფინალი (ინდივიდუალური)
22:00 - 01:55 1/32-ფინალი (ინდივიდუალური)
22:00 - 01:55 1/16-ფინალი (ინდივიდუალური)

ძიუდოში საქართველოს ორი სპორტსმენი იჭიდავებს. 90 კგ წონით კატეგორიაში ევროპის სამგზის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მეორე წრეში ტაჯიკ კომრონშოკუსტოპირიონს შეხვდება.

საქართველოს სახელით მოასპარეზე ჰოლანდიელი
ესტერ სტამი
(70) პირველ წრეში მონღოლ ნარანჯანგალ ცენდ-აიუშთან იჭიდავებს.

- რიო 2016: ვალერი ლიპარტელიანისა და ესტერ სტამის სავარაუდო მეტოქეები

17:00 - 20:00 კვალიფიკაცია, 1/4-ფინალები
22:30 - 23:40 რეპეშაჟი, 1/2-ფინალები
23:40 - 00:20 შეხვედრა III ადგილისთვის
00:20 - 01:10 ფინალი

ტყვიის სროლაში ცოტნე მაჭავარიანი გამოვა. შეგახსენებთ, რომ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მაჭავარიანმა 29-ე ადგილი დაიკავა.

- რიო 2016: ცოტნე მაჭავარიანი ფინალში ვერ გავიდა

16:00 - 17:30 სპორტული პისტოლეტი. კვალიფიკაცია
19:00 - 20:00 სპორტული პისტოლეტი. ფინალი

ფარიკაობაში ჩაერთვება სანდრო ბაზაძე, რომელიც 1/16-ფინალში ბრაზილიელ რენზო აგრესტას შეხვდება.

- რიო 2016: სანდრო ბაზაძე - დებიუტი მასპინძელთან შეხვედრით

20:05 - 21:35 ხმალი - 1/16-ფინალი
21:45 - 22:25 ხმალი - 1/8-ფინალი
22:40 - 23:00 ხმალი - 1/4-ფინალი
02:20 - 02:45 ხმალი - 1/2-ფინალი
02:50 - 03:10 ხმალი - შეხვედრა III ადგილისთვის
03:45 - 04:30 ხმალი - ფინალი

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

- რიო 2016: 10 აგვისტოს სრული კალენდარი
მკითხველის კომენტარები / 12 /
დაწერეთ არ დაბლოკოთ. აქ ბევრი ისეთი აკეთებს კომენტარებს ძიუდოს აზრზე რომ არ არის და სპორტთან კიდევ ისე ჰქონია შეხება როგორც მე ჩინურთან. თავი გამოუდვიათ ვითომ მაგარი გულშემატკივრები არიან და "ადვოკატობაზე" ვენებს იჭრიან. ახლა სიმართლე რაც არის უნდა შეაგნებინო. ოლიმპიური ციკლი მოიცავს 4 წელიწადს. ამ 4 წელიწადში დაითვალეთ რუსებს რა მიღწევები აქვთ ევროპაზე თუ მსოფლიოზე და კიდევ ათას უაზრო ტურნირებზე. არავითარი და როცა დგება ოლიმპიადის დრო ლეგენდარული გამბა (რუსების მწვრთნელი) აყენებს ისეთ შემადგენლობას , არც იაპონელებს რომ დაესიზმრებათ და არც ნებისმიერ სხვა ქვეყნებს და შედეგი სახეზეა წინა ოლიმპიადაზე 3 ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მარტო კაცებში და ახლაც ორი ოქრო ჯიბეში უდევთ უკვე. ეს არის მაგარი მწვრთნელის ხელი და ჭკუა და არა უზნაძის მიერ ტატამთან მიცილება მოცილება. ნორმალური მწვრთნელი რომ ყავდეთ ქართველებს ძიძგილაობის მაგივრად იჭიდავებდნენ და შედეგიც უკეთესი იქნებოდა. ბოლო ტურნირებზე რომ ეჭიდავათ და ბაკურიანში თუ სადღაც არ გადაემალათ ნაკრები დარწმუნებული ვარ შედეგიც ბევრად უკეთესი იქნებოდა. სასაცილოა ოლიმპიადამდე 2 თვით ადრე რომ გადაღლილობაზე და ტრავმებზე დაიწყებ წუწუნს სხვა შედეგი არც იქნება.
.........
10 აგვისტო 2016 17:27
0
რას გვთავაზობ? თავი დავიმშვიდოთ და უარესებზე გავაკეთოთ სწორება?
ანას
10 აგვისტო 2016 16:19
0
იმედია ლიპარტელიანი ან ღვინიაშვილი აიღებს ოქროს, ოქრუაშვილის რა გითხრათ
bebe
10 აგვისტო 2016 15:33
0
ანა ხორვატია ალბათ 2მილიარდიანია ხო?
koki
10 აგვისტო 2016 14:33
0
ინდოეთი არის წარდგენილი 120 სპორტსმენით, ქვეყნის სიდიდე, სიპატარავე არაა გადამწყვეტი ფაქტორი მისი სპორტული შესაძლებლობების განსაზღვრელად. მაგალითია ჰოლანდია თუნდაც ან აგერ უნგრეთი რა ძლიერია სპორტში. ჩვენ ბევრად მეტი სპორტსმენით შეგვიძლია გამოვიდეთ, მაგრამ პატრონი არა ჰყავს სპორტის სახეოებს. კრივს მაგალითად.
Mindia
10 აგვისტო 2016 14:28
0
მილიარდის რა ვთქვა და ნეტა ერთი ათი მილიონიანი ერი ვიყოთ და ავიტანდი უოლიმპიადობას
ზვიადი
10 აგვისტო 2016 14:25
0
ბერძნებს 2 ოლიმპიური ჩემპიონი ყავთ.....ორივე ქართველია,გვარგადაკეთებული და საბერძნეთის მოქალაქეობა მიღებულნი,რჯულშეცვლილნი და გადაკეთებულნი,ბერძნულ ყაიდაზე..... ერთია ილია ილიადისი და მეორე მასტოპულო,.... გულზე ცეცხლი მედება მაგათ გამოსვლებს რო ვუყურებ...საბერძნეთის სახელით..... ვაჰმეე ბედკრულო საქართველოვ,დაქსაქულო,და მიმოფანტულო,მსოფლიოს ყველა მხარეში....საით მივექანებით
EMIGRANTI.GR
10 აგვისტო 2016 14:22
0
"მილიარდიან ინდოეთს ოლიმპიელი არ ყავს"-არ ყავს და არც ყოლიათ!
ჩვენ კიდევ ოლიმპიური ჩემპიონების მეტი რა გვყავდა? იმედია,კიდევ გვეყოლება.
daTo
10 აგვისტო 2016 14:17
0
ქართველ ოლიმპიელებზე პესიმიზმს ვინც გამოხატავს შევახსენებ: მილიარდიან ინდოეთს ოლიმპიელი საერთოდ არ ყავს ეს ისე უბრალოდ...:)
ანა
10 აგვისტო 2016 13:47
0
ჩვენ ოლიმპიელებზე რამეს რომ იტყვით შეგახსენებთ; მილიარდიან ინდოეთს ოლიმპიელი არ ყავს...
ანა
10 აგვისტო 2016 13:43
0

სიახლეები პოპულარული