მშვილდოსნობაში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე გამოვლენ. ლობჟანიძე 1/32-ფინალში მექსიკელ ალეჰანდა ვალენსიას შეხვდება, ხოლო ესებუა - ინდოელ დეპიკა კუმარის.
16:00 - 19:55 1/32-ფინალი (ინდივიდუალური)
16:00 - 19:55 1/16-ფინალი (ინდივიდუალური)
22:00 - 01:55 1/32-ფინალი (ინდივიდუალური)
22:00 - 01:55 1/16-ფინალი (ინდივიდუალური)
ძიუდოში საქართველოს ორი სპორტსმენი იჭიდავებს. 90 კგ წონით კატეგორიაში ევროპის სამგზის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მეორე წრეში ტაჯიკ კომრონშოკუსტოპირიონს შეხვდება.
საქართველოს სახელით მოასპარეზე ჰოლანდიელი
- რიო 2016: ვალერი ლიპარტელიანისა და ესტერ სტამის სავარაუდო მეტოქეები
17:00 - 20:00 კვალიფიკაცია, 1/4-ფინალები
22:30 - 23:40 რეპეშაჟი, 1/2-ფინალები
23:40 - 00:20 შეხვედრა III ადგილისთვის
00:20 - 01:10 ფინალი
ტყვიის სროლაში ცოტნე მაჭავარიანი გამოვა. შეგახსენებთ, რომ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მაჭავარიანმა 29-ე ადგილი დაიკავა.
- რიო 2016: ცოტნე მაჭავარიანი ფინალში ვერ გავიდა
16:00 - 17:30 სპორტული პისტოლეტი. კვალიფიკაცია
19:00 - 20:00 სპორტული პისტოლეტი. ფინალი
ფარიკაობაში ჩაერთვება სანდრო ბაზაძე, რომელიც 1/16-ფინალში ბრაზილიელ რენზო აგრესტას შეხვდება.
- რიო 2016: სანდრო ბაზაძე - დებიუტი მასპინძელთან შეხვედრით
20:05 - 21:35 ხმალი - 1/16-ფინალი
21:45 - 22:25 ხმალი - 1/8-ფინალი
22:40 - 23:00 ხმალი - 1/4-ფინალი
02:20 - 02:45 ხმალი - 1/2-ფინალი
02:50 - 03:10 ხმალი - შეხვედრა III ადგილისთვის
03:45 - 04:30 ხმალი - ფინალი
ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
- რიო 2016: 10 აგვისტოს სრული კალენდარი