რიო 2016: ვალერი ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონი დასცა და ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ნახევარფინალური შეხვედრა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, კორეელ დონჰან გვაკთან გამართა და სუფთად გაიმარჯვა.

ლიპარტელიანმა ორთაბრძოლა პირველივე წუთზე ვაზარით დაიწყო, რასაც მალევე მეორეც მიაყოლა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ოლიმპიური ოქროს მედლისთვის ვალერი იაპონელ მიშუ ბაკერს შეხვდება.

ევროპის სამგზის ქართველი ჩემპიონი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მან ჯერ ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიონი შებოჭა, შემდეგ კი - ნაურუელი ოვინი უერა. მეოთხედფინალში ლიპარტელიანმა მონღოლ ოგტონბაატარ ლხაგვასურენთან ორი გაფრთხილებით ერთის საპირისპიროდ, გაიმარჯვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ოლიმპიადიდან
პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

 

მკითხველის კომენტარები / 14 /
გენაცვალეეეეეეეეეეეეე
lipooooooo
10 აგვისტო 2016 23:40
0
მიდი ბოლომდე შენ გენაცვალეეეე
ქართველი
10 აგვისტო 2016 23:40
0
მიდი ლიპო მიაწექი,ბაკერის შეჩერება უნდა შეძლო,
ავთო
10 აგვისტო 2016 23:39
0
ოქროს ბიჭია!!!
მსქროლავი ტროლი
10 აგვისტო 2016 23:39
0

სიახლეები პოპულარული