რიო 2016: ვალერი ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე ვერცხლი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა (-90) საქართველოს პირველი ვერცხლის, ჯამში კი მეორე მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბრინჯაო ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73) დაისაკუთრა.

გადამწყვეტ შეხვედრაში 27 წლის ქართველი ძიუდოისტი იაპონელ მიშუ ბაკერს დაუპირისპირდა და იუკოთი დამარცხდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვალერიმ ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სამხრეთკორეელი დონჰან გვაკი ორჯერ ვაზარზე დააგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეოთხედფინალში კი მონღოლი ოგტონბაატარ ლხაგვასურენი გაფრთხილებებით დაამარცხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სასტარტო შეხვედრებში ლიპარტელიანმა ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიონი და ნაურუელი ოვინი უერა შებოჭა.

ხვალ, 11
აგვისტოს, ქართველ ძიუდოისტთაგან მედლისთვის ბექა ღვინიაშვილი 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში იბრძოლებს.
მკითხველის კომენტარები / 30 /
მგარი კაცი ხარ ვარლამ, ჯიგრიანი და პასუხისმგებლობით სავსე, არა უშავს კიდევ გექნება შესაძლებლობა და აბა შენ იცი. P.S.ვარლამის მოწინააღმდეგეც მაგარი ჯიგრიანი ბიჭი აღმოჩნდა(ქულის აღების მერე ყველა ერიდება ჭიდაობას და ეს ჩვეულებრივი ამბავია), ვინც დაჯილდოებას უყურა მიხვდება, ყოჩაღ ბეიკერ!
B-52
11 აგვისტო 2016 09:51
0
ლიპო, დარწმუნებული იყავი, რომ ყველა ქართველის გულში შენ ჩემპიონი ხარ და ასეთად დარჩები მუდამ. ეს სპორეტია, სპორტში კი ყველაფერი ხდება. ვერცხლი ძალიან დიდი მიღწევაა ვარლამ. მთავარი კი ისაა, რომ შენ კაცი ხარ, კაცი!!!!! ამ ხნის კაცი ვარ და არ მეგონა თუ ასე თვალცრემლიანი ვიქნებოდი მთელი საღამო და ახლაც, როცა ამ კომენტარს ვწერ, ვერ ვიკავებ ცრემლებს. მაგრამ ნიჩეო.... გენაცვალე შენ!!!!
zaali
11 აგვისტო 2016 09:50
0
ბრინჯაო, ვერცხლი და დღეს ღვინიაშვილის ოქრო....
bibi
11 აგვისტო 2016 09:40
0
მაგარი კაცი ხარ.გაფასებდა მთელი შენი ქვეყანა მაგრამ ჩათვალე ქართველო ვაჟკაცო გუშინდელი ღამიდან მართლა შეუფასებელი საქციელით მთელი საქართველოს გული მოიგე.ყველა რომ ასე თხოვდეს თავის თავს როგორც შენ პლანეტაზე ნომერ პირველი ქვეყანა ვიქნებოდით.მადლობა ყველაფრისთვის.
koki
11 აგვისტო 2016 09:37
0
ვფიქრობ რომ ფინალში მსაჯობა მაინცდამაინც არ იყო ობიექტური, ვარლამის მიერ გაკეთებული გდება იუკოს მაინც იმსახურებდა და კიდევ ბეიკერი დახტოდა ტატამზე, ამისთვის კი ვფიქრობ უნდა გაეფრთხილებინათ უფრო მეტი რაოდენობი|თ.
bebe
11 აგვისტო 2016 09:22
0
გაიხარე ვარლამ საქართველოს გახარებისთვის და იმედის დაბრუნებისთვის. უფალი გფარავდეს ყველა ახლობლებთან ერთად.
gizog
11 აგვისტო 2016 09:20
0
ვულაცავ ლიპოს და მთელს საქართველოს. ღირსეულად იჭიდავა ყველა შეხვედრა და ოქროს ღირსიც იყო. არაუშავს. ვერცხლიც დიდი სიხარული იყო ჩვენი ქვეყნისთვის! გაიხარე ვარლააამ...
ქართველი
11 აგვისტო 2016 09:18
0
გიხარე ნაღდი კაცი
irakli
11 აგვისტო 2016 09:02
0
გილოცავ ვარლამ !!! მაგარი კაცი ხარ !!! შემოგევლე მაგ ძლიერ ქართველობაში !!! 100 წელი გაიხარე ძმაო !!!
d-vito
11 აგვისტო 2016 08:49
0
დასანანია რომ ვერ გაიმარჯვა. ასეთი შანსი შეიძლება აღარ მიეცეს ვარლამს. აშკარად დაღლილი ჩანდა ვიდრე მოწინააღმდეგე. ამ დონეზე თამშისთვის იდეალურ ფიზიკურ კონდიციაში უნდა იყოს სპორტსმენი და შეძლოს ძალების აღდგენა. უდიდესი მადლობა და მოწიწება, რომ შეეცადა თავისი მაქსიმუმი გაეკეთებინა! ვუსურვებ გამარჯვებებს მომავალში!
ლუკა
11 აგვისტო 2016 04:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული