რიო 2016: ვალერი ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე ვერცხლი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა (-90) საქართველოს პირველი ვერცხლის, ჯამში კი მეორე მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბრინჯაო ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73) დაისაკუთრა.

გადამწყვეტ შეხვედრაში 27 წლის ქართველი ძიუდოისტი იაპონელ მიშუ ბაკერს დაუპირისპირდა და იუკოთი დამარცხდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვალერიმ ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სამხრეთკორეელი დონჰან გვაკი ორჯერ ვაზარზე დააგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეოთხედფინალში კი მონღოლი ოგტონბაატარ ლხაგვასურენი გაფრთხილებებით დაამარცხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სასტარტო შეხვედრებში ლიპარტელიანმა ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიონი და ნაურუელი ოვინი უერა შებოჭა.

ხვალ, 11
აგვისტოს, ქართველ ძიუდოისტთაგან მედლისთვის ბექა ღვინიაშვილი 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში იბრძოლებს.
მკითხველის კომენტარები / 30 /
ან ის გდება არ იყო იუკო ან რატომ გააჩერა და გააფრთხილა წამებით ადრე იაპონელი როცა უკვე ილეთზე მიდიოდა ლიპარტელიანი-ვის აწყობდა ეგ გაფრთხილებისთვის გაჩერება ჩვენ თუ იაპონელს?
Levani
11 აგვისტო 2016 04:01
0
მადლობა ვარლამ ვერცხლისთვის. ყურები არ ჩამოყარო, ვაჟკაცი ბიჭი ხარ და ეგრე გააგრძელე, დაივიწყე დროზე ფინალში მარცხი
lasha19
11 აგვისტო 2016 02:14
0
ანტიძიუდოს წესები მოქმედებს, დამდგარი ბარიერები, ქანდაკებები და რაღაც უბედურობები. მონღოლები,იაპონელები და სხვაც საშინლად კლავენ ინტერესს. ევროპული ძიუდოისტები ბევრად საინტერესო საყურებელია. უილეთო ძიუდო რა უბედურებაა. აქედან გამომდინარე ჩვენი ლომები იჩაქრებიან. ლიპო,ჭრიკი,ყველა ბიჭებო არ ინერვიულოთ.
გიორგი
11 აგვისტო 2016 01:41
0
ვარლამ მაგარი კაცი ხარ,არა უშავს შენ ისტორიაში შეხვედი, გავსკდი ტირილით, აწიე თავი ზევით შენ ქვეყანა ასახელე ლომკაცო....
დათა
11 აგვისტო 2016 01:41
0
მართალი გითხრათ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ლიპარტელიანი მედალს მოიპოვებდა...ვერცხლი ძალიან კარგია, გული არ დაგწყდეს ვარლამ, ჩვენთვის ოქროს ვაჟკაცი ხარ, გაგიმარჯოს!...იხარე ძმაო, როგორც ჩვენ გაგვახარე. ეხლა ბექას ჯერია:)
mutalo
11 აგვისტო 2016 01:30
0
ჩვენს რომ ასე დრო გაეყვანა, ალბათ მოხსნიდა. ის გდებაც შეეძლო ჩაეთვალა, მაგრამ მსაჯი იმისაა, იაპონელს უნდა დაეხმაროს.ეს უკვე დიდი წარმატებაა!
გგგ
11 აგვისტო 2016 01:28
0
გაიხარე ლიპო ოქროს კაცი ხარ, არა უშავს შენ შენი საქმე გულით გააკეთე და ბოლომდე გაიხარჯე..გენაცვალე მაგ ცრემლიან თვალებში..ეგ წაგება მწვრთნელების დამსახურებაა და იმედია გაანალიზებენ..ჩვენთვის შენ ჩემპიონი ხარ
dudu
11 აგვისტო 2016 01:10
0
ოხ ეს იაპონელი მაცემინა ერთი.რა მათხოვრულად მოუგო. სულ დრო გაჰყავდა! მუხამედ ალივით დახტოდა .აქეთ იქით. ეს ფინალში როგორ უნდა გასულიყო? არაუშავს სხვა დროს ვარლამი 10 შეხვედრიდან 11ჯერ მოუგებს.
დავით 67
11 აგვისტო 2016 01:00
0
მგელი ხარ რიპარტელიანი.ეგრე გააგრძელე.ეგე5ი წაგება არაფერია შემოგევლე.საქართველოს სიამაყე ხარ
Lasha
11 აგვისტო 2016 00:38
0
შაგოლ ლიპაელიანი მგელი ხარ შენ შემოგევლე.როგორ გამახარე.საქარ5ველოს სიამაყე ხარ .
Lasha
11 აგვისტო 2016 00:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული