რიო 2016: ვალერი ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე ვერცხლი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა (-90) საქართველოს პირველი ვერცხლის, ჯამში კი მეორე მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბრინჯაო ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73) დაისაკუთრა.

გადამწყვეტ შეხვედრაში 27 წლის ქართველი ძიუდოისტი იაპონელ მიშუ ბაკერს დაუპირისპირდა და იუკოთი დამარცხდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვალერიმ ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სამხრეთკორეელი დონჰან გვაკი ორჯერ ვაზარზე დააგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეოთხედფინალში კი მონღოლი ოგტონბაატარ ლხაგვასურენი გაფრთხილებებით დაამარცხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სასტარტო შეხვედრებში ლიპარტელიანმა ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიონი და ნაურუელი ოვინი უერა შებოჭა.

ხვალ, 11
აგვისტოს, ქართველ ძიუდოისტთაგან მედლისთვის ბექა ღვინიაშვილი 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში იბრძოლებს.
მკითხველის კომენტარები / 30 /
ვარლამ გენაცვალე კარგი კაციხარ წარმატებებს გისურვებ
giorgi
11 აგვისტო 2016 11:42
0
ლიპარტელიანს რომ უყურებ გეამაყება რომ შენც ქართველი ხარ!
გია
11 აგვისტო 2016 11:25
0
ლიპარტელიანს რომ უყურებ გეამაყება რომ შენც ქართველი ხახ!
გია
11 აგვისტო 2016 11:23
0
ლიპო, გული არ გაიტეხო გთოვ. არ დანებდე და მაგ შენი მიზნის მისაღწევად კიდევ გაქვს შანსი. ეს შანსი გამოიყენე აუცილებლად. შენ მაგ თავდადებით საუკეთესო მაგალითს აძლევ მომავალ თაობას - ეს უკვე ძალიან დიდი საქმეა. შენ ჩემპინი ხარ. დარწმუნებული ვარ დღესვე რომ მოგცენ ფინალში ჭიდაობის შანსი აუცილებლად დაამარცხებ, რადგან გრძნობ პასუხისმგებლობას ქვეყნის, ოჯახის და საკუთარი თავის წინაშე. შენ გაგიმარჯოს!!!!!!!!!!!!!!!!!
ალექსანდრე
11 აგვისტო 2016 10:54
0
უდიდესი სპორტსმენი, საუკეთესო ადამიანი, ღირსეული პიროვნება, მადლობა ლიპო! ქართველები იაპონელებთან სულ ქართული ილეთებით რომ ვაგებთ ეს ტეხავს რა.
bavaria
11 აგვისტო 2016 10:25
0
ფინალში მსაჯი ვნახე და მეთქი დაგვერხა, ლიპოს გდებაც იმსახურებდა მინიმუმ იუკოს, საიდან მოიყვანეს ის წვრილ თვალა , მაგის...!!!
giorgi
11 აგვისტო 2016 10:19
0
ვარლამ მაინც ჯიგარი ხარ, ყოჩაღ, კარგი კაცი ხარ, მარტო შენ კი არა მგონი მთელი საქართველო შენთან ერთად ვტიროდით, გულს ნუ გაიტეხ კიდევ გექნება რევანსჰის აღების შესადლებლობა და იპონიტ დაამარცხე იცოდე, ისე კი არა როგორც მაგან იუკო აღების შემდეგ დაიწყო გაქცევა და დროის გაყვანა, გენაცვალე მაგ ქართულ სულში!
giorgi
11 აგვისტო 2016 10:13
0
ვერცხლი იმ კონკრეტულ მომენტში "ტეხავს", რადგან მას წაგებული იღებს მას, თორემ ერთი წრის გავლაც უდიდესი მიღწევაა ბევრი ქვეყნისთვის. დაწყნარდები ჩვენო ძმიშვილო, შვილო და თავაწეული სიარულის უფლება რომ გაქვს, მალევე დაიჯერებ. ვარლამ შემოგევლე შენ, კარგო კაცო. გვიმრავლოს ერს შენისთანა კაცებიც და მოჭიდავეებიც, ა მ ი ნ !!!
gela
11 აგვისტო 2016 10:13
0
მერე რა, რომ დამარცხდა. მან გვაჩვენა, რომ ჯიგრიანი ქართველია და სისხლი ქვეყნის სასიკეთოდ უდუღს.
მეტიც, ღირსეული ქართველია, რომელმაც მძიმედ გადაიტანა დამარცხება, მაგრამ თავს მიოერია და მეტოქე დააფასა.
ასეთი კაცები ქმნიან ისტორიას, ამიტომაც მჯერა, რომ ლიპარტელიანი დამარცხებული არ წავა სპორტიდან და მაინც გახდება ოლიმპიური ჩემპიონი
თემური
11 აგვისტო 2016 10:01
0
მე ქართული ძიუდოს მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ამისთვის მაქვს ჩემი მიზეზები. მაგრამ ვარლამის მიმართ უდიდესი სიმპატია გამიჩნდა. არანაური ჩინ მედლები არ არის საპირწონო კაცური ცხოვრებისა. ესეთი ოქრო კაცად მიმაჩნიხარ ვარლამ შენ. ნეტა ყველა შენაური კაცი იყოს ძიუდოშიც და სხვაგანაც.
ალ
11 აგვისტო 2016 09:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული