რიო 2016: 11 აგვისტოს სრული კალენდარი

AutoSharing Option
დღის ინტრიგები
რიოს აუზში
მაიკლ ფელპსი რიოში მეოთხე და კარიერაში 22-ე ოქროს მოგებისთვის იბრძოლებს. ამჯერად, ლეგენდა გამოვა 200 მეტრზე კომპლექსურში. ეს დისციპლინა ფელპსს ზედიზედ სამჯერ აქვს მოგებული. საინტერესოა, რომ მისი ერთ-ერთი კონკურენტი უნდა იყოს კიდევ ერთი ვეტერანი რაიან ლოხტე.

* * *
ქალებს შორის 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ველოდებით ავსტრალიელი დების - ბრონტე და კეიტ კემპბელების დუელს. 22 წლის ბრონტე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, 24 წლის კეიტი კი მსოფლიოს რეკორდს ფლობს. მათ რიოში ერთი ოქრო უკვე მოიგეს - 4x100 მეტრზე ესტაფეტაში. სავარაუდოდ,
ავსტრალიელებს კონკურენცია უნდა გაუწიოს შვედმა სარა სიოსტრიომმა.

სხვა სტარტები
- რიოში ტრეკზე მოასპარეზე ველომრბოლელების ჯერი დგება. ეს ბრიტანელების სახეობაა - ოთხი წლის წინათ, ლონდონის ოლიმპიადაზე მასპინძლებმა ცხრა მედალი მოიპოვეს და წელსაც აპირებენ დომინირებას, იმის მიუხედავად, რომ აღარ ჰყავთ ჰოი და პენდლეტონი.

დღეს პირველი ოქრო კაცებს შორის გუნდურ სპრინტში გათამაშდება (თბილისის დროით 01:25-ზე).

- მეორე ოქრო უნდა მოიგოს ამერიკამ ქალებს შორის სპორტულ ტანვარჯიშში. ამ ნაკრებმა უკვე გაიმარჯვა გუნდურ მრავალჭიდში, ახლა კი თამაშდება პირველობა ინდივიდუალურ მრავალჭიდში.

ოთხი წლის წინათ, ლონდონის ოლიმპიადა გაბი დუგლასმა მოიგო, მაგრამ ახლა ყველა უწინასწარმეტყველებს ტრიუმფს საიმონ ბაილსს - ბოლო სამი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულს.

- როგორც უკვე დავწერეთ, ფიჯი მთავარი ფავორიტია შვიდკაცა რაგბიში, მაგრამ სამხრეთი აფრიკა და ახალი ზელანდია აპირებენ კუნძულელებისთვის ხელის შეშლას. შვიდკაცა რაგბის ფინალი თბილისის დროით ღამის 2 საათზეა.

- დატვირთული დღე აქვთ ნიჩბოსნებს - მათ მედლების ექვსი კომპლექტი უნდა გაითამაშონ. მამაკაცებს შორის ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავებით ასპარეზობაში საინტერესო იქნება ზელანდიელების - ერიკ მიურეისა და ჰემიშ ბონდის გამოსვლა. 2009 წლიდან მოყოლებული, მათ მსოფლიოს ყველა ჩემპიონატი და 2012 წლის ოლიმპიადა მოიგეს. და საერთოდაც, ამ დისციპლინაში რბოლა არასოდეს წაუგიათ.

- კაცები დაიწყებენ გამოსვლას გოლფში, რომელიც 1904 წლის შემდეგ დაბრუნდა ოლიმპიურ პროგრამაში. მიუხედავად იმისა, რომ რიოში გამოსვლაზე ბევრმა ვარსკვლავმა თქვა უარი, მაინც საინტერესო იქნება პროფესიული ტურის წარმომადგენელთა დაპირისპირება.

14:30-22:30 გოლფი. I რაუნდი. კაცები
15:00-03:10 ბადმინტონი. ერთეულები. კაცები. ჯგუფური ეტაპი
16:30-04:40 ბადმინტონი. ერთეულები. ქალები. ჯგუფური ეტაპი
17:15-05:25 ბადმინტონი. წყვილები. კაცები. ჯგუფური ეტაპი
18:00-05:25 ბადმინტონი. წყვილები. ქალები. ჯგუფური ეტაპი
19:30-06:10 ბადმინტონი. მიქსტი. ჯგუფური ეტაპი
16:00-17:30 ტყვიის სროლა. შაშხანა (3 პოზიციიდან). 50 მ. ქალები. კვალიფიკაცია
16:00 წყალბურთი. ქალები. რუსეთი-ბრაზილია (A)
16:00-17:00 ფარიკაობა. დაშნა. გუნდური. ქალები. 1/8-ფინალი
16:00-17:44 მშვილდოსნობა. პირადი. ქალები. 1/8-ფინალი
16:10-16:30 აკადემიური ნიჩბოსნობა.
ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი (მსუბუქი). კაცები. 1/2-ფინალი
16:30 ფრენბურთი. კაცები. ირანი-კუბა (B)
16:30-16:50 აკადემიური ნიჩბოსნობა.
ოთხადგილიანი ცალმოსასმელიანი. კაცები. 1/2-ფინალი
16:30 ხელბურთი. კაცები. ტუნისი-ყატარი (A)
17:00 ბალახის ჰოკეი. კაცები. ჰოლანდია-ინდოეთი (B)
17:00-19:40 ძიუდო. 100 კგ. კაცები. 1/32-ფინალი
17:00-18:08 ძიუდო. 78 კგ. ქალები. 1/16-ფინალი
17:00-19:00 მაგიდის ჩოგბურთი. ერთეულები. კაცები. 1/2-ფინალი
17:00-23:30 ცხენოსნობა. ცხენის გაწვრთნა. გუნდური. II დღე
17:00-23:30 ცხენოსნობა. ცხენის გაწვრთნა. პირადი. II დღე
17:00-17:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. ქალები. ბრაზილია-პოლონეთი (A)
17:10-17:34 აკადემიური ნიჩბოსნობა.
ოთხადგილიანი წყვილმოსასმელიანი. კაცები. ფინალი
17:20 წყალბურთი. ქალები. იტალია-ავსტრალია (A)
17:34-17:46 აკადემიური ნიჩბოსნობა.
ოთხადგილიანი წყვილმოსასმელიანი. ქალები. ფინალი
17:30-18:00 ფარიკაობა. დაშნა. გუნდური. ქალები. 1/4-ფინალი
17:45-17:55 აკადემიური ნიჩბოსნობა.
ორადგილიანი ცალმოსასმელიანი. კაცები. ფინალი
18:00 ბალახის ჰოკეი. კაცები. ირლანდია-კანადა (B)
18:00-18:10 აკადემიური ნიჩბოსნობა.
ოთხადგილიანი ცალმოსასმელიანი (მსუბუქი). კაცები. ფინალი
18:00-18:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. კაცები. კანადა-კუბა (D)
18:00-18:45 კრივი. 56 კგ. კაცები. წინასწარი (3 ბრძოლა)
18:05-18:15 აკადემიური ნიჩბოსნობა.
ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი. ქალები. ფინალი
18:08-18:40 ძიუდო. 78 კგ. ქალები. 1/8-ფინალი
18:25-18:35 აკადემიური ნიჩბოსნობა.
ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი. კაცები. ფინალი
18:30 ხელბურთი. კაცები. პოლონეთი-ეგვიპტე (B)
18:35 ფრენბურთი. კაცები. რუსეთი-ეგვიპტე (B)
18:40 წყალბურთი. ქალები. ჩინეთი-აშშ (B)
18:40-18:56 ძიუდო. 78 კგ. ქალები. 1/4-ფინალი
18:45-19:30 კრივი. 64 კგ. კაცები. წინასწარი (3 ბრძოლა)
19:00-20:00 ტყვიის სროლა. შაშხანა (3 პოზიციიდან). 50 მ. ქალები. ფინალი
19:00-19:30 ფარიკაობა. დაშნა. გუნდური. ქალები. 5-8 ადგილები
19:00-19:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. კაცები. პოლონეთი-ჩილე (E)
19:00 ჩოგბურთი. ერთეულები. კაცები. 1/4-ფინალი
19:00 ჩოგბურთი. ერთეულები. ქალები. 1/2-ფინალი
19:00 ჩოგბურთი. წყვილები. ქალები. 1/2-ფინალი
19:00 ჩოგბურთი. მიქსტი. 1/4-ფინალი
19:15 კალათბურთი. ქალები. ბელორუსი-თურქეთი (A)
19:30-20:30 კრივი. 69 კგ. კაცები. წინასწარი (4 ბრძოლა)
19:30 ბალახის ჰოკეი. კაცები. არგენტინა-გერმანია (B)
19:30 რაგბი. კაცები. მე-11 ადგილისთვის
19:30-20:05 კანოე და კაიაკი (სლალომი). ორადგილიანი კანოე. კაცები. 1/2-ფინალი
19:40-21:00 ძიუდო. 100 კგ. კაცები. 1/16-ფინალი
20:00 წყალბურთი. ქალები. ესპანეთი-უნგრეთი (B)
20:00-20:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. კაცები. ჰოლანდია-რუსეთი (E)
20:00-20:16 ცურვა. 50 მ. თავისუფალი. კაცები. კვალიფიკაცია
20:00 რაგბი. კაცები. მე-9 ადგილისთვის
20:00 აფროსნობა. 470. კაცები. წინასწარი რბოლები
20:00 აფროსნობა. RS:X. კაცები. წინასწარი რბოლები
20:00 აფროსნობა. ფინი. კაცები. წინასწარი რბოლები
20:00 აფროსნობა. RS:X. ქალები. წინასწარი რბოლები
20:00 აფროსნობა. 470. ქალები. წინასწარი რბოლები
20:00 აფროსნობა. ნაკრა 17. მიქსტი. წინასწარი რბოლები
20:15-21:02 კანოე და კაიაკი (სლალომი). ერთადგილიანი კაიაკი. ქალები. 1/2-ფინალი
20:18-21:18 ცურვა. 800 მ. თავისუფალი. ქალები. კვალიფიკაცია
20:30-21:00 კრივი. 81 კგ. კაცები. წინასწარი (2 ბრძოლა)
20:30-21:00 ფარიკაობა. დაშნა. გუნდური. ქალები. 1/2-ფინალი
20:30 ბალახის ჰოკეი. კაცები. ესპანეთი-ბელგია (A)
20:30 რაგბი. კაცები. მე-5 ადგილისთვის. 1/2-ფინალი
21:00-21:40 ძიუდო. 100 კგ. კაცები. 1/8-ფინალი
21:00 რაგბი. კაცები. მე-5 ადგილისთვის. 1/2-ფინალი
21:15-21:47 კანოე და კაიაკი (სლალომი). ორადგილიანი კანოე. კაცები. ფინალი
21:15 კალათბურთი. კაცები. ბრაზილია-ხორვატია (B)
21:20-21:38 ცურვა. 100 მ. ბატერფლაი. კაცები. კვალიფიკაცია
21:30 რაგბი. კაცები. 1/2-ფინალი. A1/მესამეადგილოსანი - C2/B2
21:40-22:00 ძიუდო. 100 კგ. კაცები. 1/4-ფინალი
21:40 ხელბურთი. კაცები. დანია-ხორვატია (A)
21:40-22:05 ცურვა. 200 მ. გულაღმა. ქალები. კვალიფიკაცია
22:00 ფრენბურთი. კაცები. პოლონეთი-არგენტინა (B)
22:00-22:30 ფარიკაობა. დაშნა. გუნდური. ქალები. მე-5 ადგილისთვის
22:00-22:52 მშვილდოსნობა. პირადი. ქალები. 1/4-ფინალი
22:00 რაგბი. კაცები. C1/A2 - B1/საუკ. მესამეადგილოსანი
22:00-22:32 კანოე და კაიაკი (სლალომი). ერთადგილიანი კაიაკი. ქალები. ფინალი
22:15-22:45 ფარიკაობა. დაშნა. გუნდური. ქალები. მე-7 ადგილისთვის
22:30-22:45 ძიუდო. 100 კგ. კაცები. მანუგეშებელი
22:30-22:45 ძიუდო. 78 კგ. ქალები. მანუგეშებელი
22:30-23:20 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. ქალები. აშშ-რუსეთი (A)
22:30-23:20 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. ქალები. კანადა-ეგვიპტე (D)
22:30 კალათბურთი. ქალები. საფრანგეთი-ბრაზილია (A)
22:50-23:04 ძიუდო. 78 კგ. ქალები. 1/2-ფინალი
22:55-23:24 მშვილდოსნობა. პირადი. ქალები. 1/2-ფინალი
23:00-00:55 სპორტული ტანვარჯიში.
ინდივიდუალური მრავალჭიდი. ქალები. ფინალი
23:00-23:16 ველოსპორტი. გუნდური სპრინტი. კაცები. კვალიფიკაცია
23:19-00:10 ველოსპორტი. გუნდური რბოლა გამოდევნებით. ქალები. კვალიფიკაცია
23:27-23:40 მშვილდოსნობა. პირადი. ქალები. მე-3 ადგილისთვის
23:30-23:40 ძიუდო. 100 კგ. კაცები. 1/2-ფინალი
23:30-00:20 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. კაცები. აშშ-იტალია (C)
23:30-00:20 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. კაცები. მექსიკა-ტუნისი (C)
23:40 ხელბურთი. კაცები. ბრაზილია-გერმანია (B)
23:40-23:45 ძიუდო. 100 კგ. კაცები. მე-3 ადგილისთვის
23:40-23:44 ძიუდო. 78 კგ. ქალები. მე-3 ადგილისთვის
23:43-23:56 მშვილდოსნობა. პირადი. ქალები. ფინალი
23:50-23:54 ძიუდო. 78 კგ. ქალები. მე-3 ადგილისთვის
00:00-00:30 ფარიკაობა. დაშნა. გუნდური. ქალები. მე-3 ადგილისთვის
00:00 ბალახის ჰოკეი. ქალები. გერმანია-ესპანეთი (A)
00:00-00:04 ძიუდო. 78 კგ. ქალები. ფინალი
00:00-00:45 კრივი. 56 კგ. კაცები. წინასწარი (3 ბრძოლა)
00:05 ფრენბურთი. კაცები. კანადა-საფრანგეთი (A)
00:10-00:15 ძიუდო. 100 კგ. კაცები. მე-3 ადგილისთვის
00:20-00:25 ძიუდო. 100 კგ. კაცები. ფინალი
00:10-00:23 ველოსპორტი. გუნდური სპრინტი. კაცები. I წრე
00:23-01:19 ველოსპორტი. გუნდური რბოლა გამოდევნებით. კაცები. კვალიფიკაცია
00:30 რაგბი. კაცები. მე-7 ადგილისთვის
00:30-01:20 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. კაცები. ბრაზილია-ლატვია (D)
00:45-01:30 კრივი. 64 კგ. კაცები. წინასწარი (3 ბრძოლა)
00:45 კალათბურთი. ქალები. იაპონია-ავსტრალია (A)
01:00 ბალახის ჰოკეი. ქალები. ავსტრალია-არგენტინა (B)
01:00 რაგბი. კაცები. მე-5 ადგილისთვის
01:21-01:25 ველოსპორტი. გუნდური სპრინტი. კაცები. მე-3 ადგილისთვის
01:25-01:29 ველოსპორტი. გუნდური სპრინტი. კაცები. ფინალი
01:30-02:30 კრივი. 69 კგ. კაცები. წინასწარი (4 ბრძოლა)
01:30-02:00 ფარიკაობა. დაშნა. გუნდური. ქალები. ფინალი
01:30-02:20 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. ქალები. შვეიცარია-ჰოლანდია (E)
01:30 რაგბი. კაცები. მე-3 ადგილისთვის
02:00 რაგბი. კაცები. ფინალი
02:00 კალათბურთი. კაცები. ნიგერია-ესპანეთი (B)
02:30 ბალახის ჰოკეი. ქალები. აშშ-ინდოეთი (B)
02:30-03:00 კრივი. 81 კგ. კაცები. წინასწარი (2 ბრძოლა)
02:50 ხელბურთი. კაცები. სლოვენია-შვედეთი (B)
03:30 ფრენბურთი. კაცები. იტალია-მექსიკა (A)
03:30 ბალახის ჰოკეი. ქალები. იაპონია-ბრიტანეთი (B)
03:30-04:30 მაგიდის ჩოგბურთი. ერთეულები. კაცები. მე-3 ადგილისთვის
04:00-04:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. ქალები. გერმანია-იტალია (D)
04:30-05:30 მაგიდის ჩოგბურთი. ერთეულები. კაცები. ფინალი
04:50 ხელბურთი. კაცები. საფრანგეთი-არგენტინა (A)
05:00-05:50 პლაჟის ფრენბურთი. ჯგუფური ეტაპი. ქალები. კანადა-გერმანია (E)
05:00-05:08 ცურვა. 50 მ. თავისუფალი. კაცები. 1/2-ფინალი
05:17-05:23 ცურვა. 200 მ. ბრასი. ქალები. ფინალი
05:26-05:32 ცურვა. 200 მ. გულაღმა. კაცები. ფინალი
05:30 კალათბურთი. კაცები. ლიტვა-არგენტინა (B)
05:32-05:44 ცურვა. 200 მ. გულაღმა. ქალები. 1/2-ფინალი
05:35 ფრენბურთი. კაცები. ბრაზილია-აშშ (A)
06:01-06:07 ცურვა. 200 მ. კომპლექსური. კაცები. ფინალი
06:18-06:23 ცურვა. 100 მ. თავისუფალი. ქალები. ფინალი
06:31-06:41 ცურვა. 100 მ. ბატერფლაი. კაცები. 1/2-ფინალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული