ცნობილი გახდა დღეები და სტადიონები, სადაც საქართველოს ნაკრები ჯგუფური ტურნირის მატჩებს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიის, უელსისა და ფიჯის ნაკრებებთან მოხვდა.
"ბორჯღალოსნების" კიდევ ერთი მეტოქე, რომელიც ჯგუფში მეხუთე ნომერი იქნება, მოგვიანებით კანადისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის დაპირისპირებაში გაირკვევა.
იაპონიაში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატს 12 ქალაქი უმასპინძლებს. ესენია: ტოკიო, საპორო, კამიაში, კუმაგაია, იოკოჰამა, შიძუოკა, ტოიოტა სითი, ოსაკა, კობე, ფუკუოკა, კუმამოტო და ოიტა.
იაპონია
იაპონიაში "ბორჯღალოსნები" პირველ მატჩს 23 სექტემბერს, ტოიოტა სითიში, 45-ათასიან "ტოიოტა სთედიუმზე" უელსთან გამართავენ და ის ადგილობრივი დროით 19:15 საათზე დაიწყება (სხვაობა 5 საათი).
29 სექტემბერს საქართველო ტოიოტა სითის ჩრდილო აღმოსავლეთით, ქალაქ კუმაგაიაში, 24-ათასიან "კუმაგაია რაგბი სთედიუმზე" ამერიკა 2-ს შეხვდება. თამაში ადგილობრივი დროით 14:15 საათზე დაიწყება.
14:15 საათზე იწყება მესამე მატჩიც, რომელშიც "ბორჯღალოსნები" ფიჯის 3 ოქტომბერს შეხვდებიან. თამაში ქვეყნის ყველაზე დიდი, მთავარ კუნძულ ჰონსიუს აღმოსავლეთით, ზღვისპირა ქალაქ ოსაკაში, "ჰანასონო სთედიუმზე" გაიმართება, რომელიც 30 ათას მაყურებელს იტევს.
ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს, შიზუოკას პრეფექტურაში, "შიზუოკა სთედიუმზე" (50 889 მაყურებელი) ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ. თამაში 19:15 საათზე იწყება.
მსოფლიო რაგბის ეგიდით, "ბორჯღალოსნებს" იაპონიაში პირველ თამაშამდე ერთი კვირით ადრე, ანუ 16 სექტემბრიდან შეეძლებათ სტუმრობა. ჩვენს გუნდს ოთხივე თამაშის გამართვა ქვეყნის უდიდეს კუნძულზე - ჰონსიუზე უწევს.
მსოფლიოს თასი
A ჯგუფი: ირლანდია, შოტლანდია, იაპონია, ევროპა1, პლეი ოფი
B ჯგუფი: ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა, იტალია, აფრიკა1, რეპეშაჟი
C ჯგუფი: ინგლისი, საფრანგეთი, არგენტინა, აშშ, ტონგა
D ჯგუფი: ავსტრალია, უელსი, საქართველო, ფიჯი, კანადა/ურუგვაი