რიო 2016: არ დაიღალო ბექა! წინ დიდი გზაა... [VIDEO]

AutoSharing Option
11 აგვისტოს, ბექა ღვინიაშვილმა (100) წარმატებით კი დაიწყო რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამოსვლა და თავიდან ორი მშვენიერი წმინდა გამარჯვებაც მიითვალა, მაგრამ საბოლოოდ მეშვიდე ადგილზე დარჩა.

ამდენად, ჩვენმა ნაკრებმა მორიგი საშეჯიბრო დღე ჩააგდო, რაც შეიძლება კიდეც ჩავთვალოთ მოულოდნელობად და არც ჩავთვალოთ.

ღვინიაშვილი იმდენად დიდი ტალანტია და ახალ წონაშიც ისე იჭიდავა, მისგან არაფერი გაგვიკვირდებოდა, მაგრამ ამ ოპტიმიზმის გვერდით ყოველთვის იყო ფრთხილი პრაგმატიზმი, რომ მისთვის უჩვეულო წონაში გაუჭირდებოდა. ის ხომ ფორსმაჟორულ ვითარებაში გადაიყვანეს 90-დან 100-ში, რომლისთვისაც არც წონა ჰყოფნის და არც - სიმაღლე.
ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ფიზიკურად ძლიერს გუშინ ორივე წაგებულ შეხვედრაში ძალიან გაუჭირდა. მეოთხედფინალში ფრანგთა ევროპის სამგზის პრიზიორსა და ამ თამაშების მომავალ ბრინჯაოსმედალოსან სირილ მარეს ბოლოს ვეღარც უტევდა, რაც მას, ჩვეულებრივ, არ ახასიათებს.

ამის მიუხედავად, ღვინიაშვილს გუშინ თითქოს ურიგოდ არ უჭიდავია - მოსაგები შეხვედრები მოიგო, წონის ლიდერებთან კი გაუჭირდა. ამასთან, დამამშვიდებელში იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონ რიუნოსუკე ჰაგასთან ერთადერთი გაფრთხილებით წააგო. ჰოდა, როცა მთელი შეხვედრა მეტი არაფერი მოხდება, ყოველთვის გრჩება გულდაწყვეტის გრძნობაც და ეჭვიც მსაჯის მიმართ, რამდენად სამართლიანად მისცა ის ერთი გაფრთხილებაც. ვეჭვობ, ჰაგას ადგილას ვინმე უტიტულო და "უპატრონო" ქვეყნის ფალავანი რომ ყოფილიყო, აუცილებლად გააფრთხილებდნენ.

ექსპერიმენტი განსჯის საგნად
დღეს ისევ გააქტიურდა კითხვა, ვისი გადაყვანა ჯობდა 100 კილოგრამში, ვის უფრო მეტი შანსი ექნებოდა იქ - ღვინიაშვილს თუ ვალერი ლიპარტელიანს?

თუმცა ახლა ამაზე საუბარი მკითხაობის სფეროა და შევეშვათ, ამ გადასახედიდან კი მე ასე ვაფასებ ვითარებას: ღვინიაშვილმა ახალ წონაში იმდენი დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა, იმდენი სიხარული განგვაცდევინა, ალბათ, გამართლებული იყო ექსპერიმენტი, მაგრამ ჯერ ევროპაზე, ახლა კი ოლიმპიადაზე, ანუ პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე დამტკიცდა, რომ 100 კილოგრამი არაა მისი ოპტიმალური წონა.

მან მიიღო საკმარისი გამოცდილება, ოლიმპიადაც ნახა და ამიტომ ვფიქრობ, ექსპერიმენტისთვის საკმარისია. აჯობებს, ეს ბიჭი 90-ში დააბრუნონ, სადაც ორმაგად ძლიერი იქნება, ვიდრე - 100-შია.

გასაგებია, რომ ამაზე გადაწყვეტილება მაინც მწვრთნელებმა უნდა მიიღონ, მაგრამ ახლა რაც ჩანს, არც სიმაღლე ჰყოფნის და არც - ძალა. დიდი კი არა და მაღალი ბიჭები ყოველთვის დაჩაგრავენ (თუმცა ჰაგა არაა მასზე ბევრად მაღალი, მაგრამ გდება ვერ გაუკეთა). ჯერ კიდევ შარშან ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ 100-ში ლიცენზიას ავიღებდით, რაც ბექამ გააკეთა და ამისთვის დიდი მადლობა მას.

დიდი მადლობა იმ მოგებებისთვის, რაც გუშინ ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრიტანელ ბენჯამინ ფლეტჩერთან და განსაკუთრებით - ბელგიელ მსოფლიოს პრიზიორსა და ევროპის ფინალისტ ტომა ნიკიფოროვთან, მაგრამ ვშიშობთ, 100-ში მისი მართლაც რომ დიდი ტალანტი საერთაშორისო ტურნირებში ჩაიკარგება, პირველხარისხოვნებზე გაბრწყინებას კი ბევრი დააკლდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

100-ზე შეიძლება წლების მერე იფიქროს, როცა დაკაცდება, ორგანიზმი ზრდას დაამთავრებს და ბუნებრივად დადგება თავის ოპტიმალურ ნიშნულზე.

მოგებიდან წაგებამდე
ზემოაღნიშნული შეხვედრები კი ღვინიაშვილმა მართლაც აღმავლობით ჩაატარა და ძირითადად,  მოგვერდებით დამაჯერებლად იმარჯვა: ბრიტანელი შებოჭა, ხოლო ნიკიფოროვს იუკოც აართვა და ორი ვაზარიც. მართალია, ფრანგმა მსაჯმა მეორეზე დააკლო შეფასება, მაგრამ მაინც მოუწია სიმართლისთვის თვალის გასწორება.

თუმცა, დამაჯერებლობის მიუხედავად, ყველა ვხვდებოდით, რომ ბექას ნამდვილი საჯილდაო ქვა ჯერ კიდევ წინ ელოდა - მეოთხედფინალში, სადაც ორი ძლიერი სპორტსმენიდან ერთ-ერთი ელოდა, ფრანგი მარე ან დათარსული ჰოლანდიელი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის ფინალისტი და ორგზის ოლიმპიური პრიზიორი ხენკ ხროლი. აი, იქ გამოჩნდებოდა ჩვენებურის რეალური ძალა, თორემ ფლეტჩერი არაა წონის ლიდერი და ასეთად ვერც ნიკიფოროვს მივიჩნევთ, მედლების მიუხედავად. თან ბულგარული წარმოშობის ბელგიელი ახლოსაც უშვებდა ქართველს,  ანუ აძლევდა თავისი ჭიდაობის წარმართვის საშუალებას.

ზემოაღნიშნულ ლიდერთა მძიმე, დამქანცველ შერკინებაში მარემ იუკოთი იმარჯვა და მერე არც ბექას მისცა გასაქანი. ციდან ვარსკვლავები არც მას ჩამოუკრეფია, მაგრამ ამას ჭიდაობა ჩაუშალა. მან ერთხელ უკვე მოუგო ჩვენებურს - შარშან, ტოკიოში ბრინჯაოსთვის დაამარცხა, თუმცა მერე ძალიანაც აქო ჩვენებური, მისგან დიდი ძალა ვიგრძენიო. ამიტომ, რაკი კარგად იცნობდა, მაქსიმალურად ფრთხილად და შორიდან ეჭიდავა, ერთ მომენტში კი კონტრზეც დაიჭირა, ვაზარს გამორჩა.

ბექას უკვე ძალაც აღარ ეყო ჩამორჩენის გასაბათილებლად, ჰაგამ კი ჩავლება არ ააღებინა, თუმცა ის გაფრთხილებაც, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო იყო.

დღეს იჭიდავებს
ძიუდოისტთა ოლიმპიური ტურნირი დღეს მთავრდება, მედლების მოპოვებას კი ვაჟებშიც და ქალებშიც მძიმეწონოსნები შეეცდებიან.

დღეს ჩვენი ერთადერთი მონაწილე ადამ ოქრუაშვილი C ჯგუფშია, ანუ ბადის ქვედა ნახევარში, რის გამოც ფინალამდე ასცდა წონის უპირობო ფავორიტს, ფრანგთა ევროპის 5-გზის, მსოფლიოს 8-გზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერის, თუმცა მაინც ძალიან მძიმე წილისყრა ერგო - პირველივე წრეში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას ხვდება.

24 წლის ჰარასავა ახალი კადრია იაპონიის ნაკრებში, თუმცა საკმაოდ გამოცდილი - მოიგო ქვეყნის ბოლო ორი პირველობა, ასევე, ბოლო ორი წელიწადია, იგებს პარიზის ტურნირს, შარშან ტოკიოსა და ტიუმენის "დიდი მუზარადებიც" მოინადავლა და ამასობაში რეიტინგშიც დაწინაურდა, ოლიმპიურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა.

იაპონელებს ამ წონაში მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი რიუ სიჩინოეც ჰყავთ, თუმცა მას ჰარასავა ამჯობინეს, რადგან ორჯერ მოუგო სიჩინოეს. თუმცა იაპონელებს გადაწყვეტილება ერთბაშად არ მიუღიათ - სხვა წონებში შედარებით ადრე გამოაცხადეს შემადგენლობა, მძიმეში კი კარგა ხანს აკვირდებოდნენ კონკურენტებს და დიდხანს ფიქრობდნენ ამ არჩევანზე.

ოქრუაშვილი ერთხელ შეხვდა ჰარასავას - 2014 წელს, დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" და წააგო.

ჰარასავასა და ოქრუაშვილს შორის გამარჯვებული მეორე წრეში აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაურისა და ლატვიელ არტურს ნიკიფორენკოს წყვილში მოგებულს შეხვდება, ჯგუფის ქვედა მხარეს კი პირველ წრეში უნგრელი ევროპის სამგზის და მსოფლიოს ფინალისტი ბარნა ბორი ტუნისელ მსოფლიოს მესამეპრიზიორ ფაიცელ ჯაბალას, ხოლო კუბელი ალექს გარსია მენდოსა ტაჯიკ მუხამადმუროდ აბდურახმანოვს ხვდებიან. ამ ოთხეულში უძლიერესი მეოთხედფინალში ოქრუაშვილის მხრიდან გასულთან იბრძოლებს ნახევარფინალის საგზურისთვის.

რიო 2016. ძიუდო
ვაჟები
100 კგ
1. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი); 2. ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი); 3. სირილ მარე (საფრანგეთი), რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია); 7. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო).

ქალები
78 კგ
1. კაილა ჰარისონი (აშშ); 2. ოდრი ჩუმეო (საფრანგეთი); 3. მაირა აგუიარი (ბრაზილია), ანამარი ველენსეკი (სლოვენია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ბეიკერი და გვაკიც დაიპონებული ყავს თან ტიპები გაურბოდნენ. ლიპოს კი ბეიკერისთვის მოგებულიც არ აქვს. მე იმაზე მწყდება გული რომ ბექას ერთი ოლიმპიური მედალი დააკარგვინა ფედერაციამ და მწვრთნელებმა. მომდევნო ორზე ნახეთ შედეგი და დაითვალეთ მსოფლიო ჩემპიონი რამდენჯერ გახდეს.
ლეო
12 აგვისტო 2016 19:50
0
ბექა მაგარი ბიჭი ხარ და დიდი მომავალი გაქვს წინ!!! დიდი იმედი მაქვს რომ ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი გახდება, 90-ში ორ ოლიმპიადასაც მოიგებ თუ მაგრად ივარჯიშებ და ტვინს არ აარევინებ ჩვენებურებს, ისე როგორც ჭრიკის აურიეს და რა დღეშიც ჩააგდეს ბიჭი!
პაატა
12 აგვისტო 2016 18:31
0

თუ ასე მაგრად ივარჯიშებს - გახდება ოლიმპიური ჩემპიონი 90 კგ-ში...

მას აქვს ე.წ. ,,ლიდერის ცეცხლი,, ისე როგორც შავდათუაშვილს...

დანარჩენ ჩვენ ლიდერებს სამწუხაროდ რაც ა რ ა აქვთ!!!
glaxuna
12 აგვისტო 2016 17:36
0
ბექა ყოჩაღ მაგრამ 100 კილო შენი წონა არაა, მაგრამ გაიხარე კაცურად რომ იჭიდავე
ok
12 აგვისტო 2016 16:13
0
ღვინიაშვილი უბრალო კარგი ბიჭია და ნუ ჩაგრავთ 1000 ნაბადზე გადამხტრებო. ვეთანხმები: ბექას 100 კილოგრამში გადაყვანით საქართველომ ვერცხლი მოიგო, მაგრამ ოქრო წააგო. მასეთი ვერცხლის დედა ვატირე. რატომ გაუჩალიჩეთ ვარლამს ბექას წონა?! ცხადია ძმაკაცს ხომ არ აწყენინებდიტ და მგონი ლიპარტელიანი რომ ტიროდა დაკარგულ ოქროს ტიროდა, მასაც ესმის ბექა მარტლა დაჭმუჭნიდა ბეიკერი იყი ტუ ვიღაც...
ტრეკრუნორ
12 აგვისტო 2016 14:53
0
რა უნდოდა ბექას 100 კილოში?! სარმაზე ვერ წვდება და ხელს ბეჭზე ვე უწვდენს უმეტესობას... დაგეტოვატ ტავის წონაში და იქნებოდა გარანტირებული ოქრო, დაჭმუჭნიდა ბეიკერს...
gogia
12 აგვისტო 2016 14:14
0
შოთა ხაბარელზე უკეთესი მწვრთნელი ძიუდოში დღეს საქართველოში არავინ არ არის. დააბრუნონ და მისცენ გასაქანი, ნუ ჩაერევიან მის კომპეტენციაში!
???
12 აგვისტო 2016 13:09
0
ნუ ეხლა თუ იტირა სპორტსმენმა ეს სიმწრის ტირილი იყო და ამაზე არცაა საჭირო ლაპარაკი, ღვინიაშვილს და ყველა ჩვენს სპორტსმენს ვუსურვებ გამარჯვებას, ჩვენმა ძიუდოისტებმა მაქსიმუმი გააკეთეს, ჭრიკიშვილს ამერიკელთან უბრალოდ მაგრად არ გაუმართლა, ყველაფერს კიდე ვერ გაითვალისწინებ ძიუდოისტებიც ჩვეულებრივი ადამინანები არიან.
ხვიჩა
12 აგვისტო 2016 12:46
0
ვენაცვალე ბექაას მაგარი ბიჭიაააა,მოიგო კარგად წააგო ვაშკაცურად,არ უტირია სხვებივით ცრემლებით ვენაცვალე ჯიგარში,მე მგონია რომ ჩვენმა ფედერაციამ დაჩაგრა ეს ბიჭი 100 კილოში რომ გადაიყვანა,დააბრუნონ ისევ თავის წონაში ეხლა თუ იქ ლიპარტელიანია,ხვალ ეს უნდა ჩაჯდეს და მომავალ ოლიმპუირ მედალს და ოქროს ეს მოიგებსსსსსს
vasikobasiladze
12 აგვისტო 2016 11:52
0
კარგი ბიჭია ლაშა ვენაცვალეეეეეეეეეე,იჭიდავა მაგრად წააგო ვაშკაცურად არ უტირია ცრემლებით ვენაცვალეეეე,ჩემი აზრით ჯობია ეს ბიჭი დააბრუნონ თავის წონაში რომ შემდგომ ოლიმპიადაზე მოიგოს ოქროოოოოო
vasikobasiladze
12 აგვისტო 2016 11:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული