
ზაფხულის წლევანდელ თამაშებზე 205 ქვეყანა გამოდის და სააგენტო "როიტერმა" დაითვალა - ფელპსი ცალკე ქვეყანა რომ იყოს და საკუთარი დროშით გამოდიოდეს, ის ოლიმპიური მედლების ყველა დროის სიაში 39-ე ადგილზე იქნებოდა, ანუ 166 ქვეყანაზე მაღლა.
ხოლო რიოს ოლიმპიადის მედლების ცხრილში კი ერთშაბად მე-11 ადგილზე აღმოჩნდებოდა - საფრანგეთზე, ჰოლანდიაზე, ბელგიაზე, პოლონეთზე და სხვა სპორტულ ქვეყნებზე წინ.
ფელპსმა რიოში ორი რეკორდი დაამყარა: 31 წლის ასაკში ის გახდა ოლიმპიურ თამაშებზე, ცურვაში, ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული ინდივიდუალურ გაცურვებში. გარდა ამისა, ის პირველი ოლიმპიელია, რომელმაც ზედიზედ ოთხ ოლიმპიადაზე მოიგო ერთზე მეტი ოქროს მედალი.
