დღის ინტრიგები
დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა მძლეოსნობის ტურნირის სტარტი. დილის სესიაში პირველი ჩემპიონი გამოვლინდება - 10 000 მეტრზე ქალებს შორის რბენაში. მთავარი სტარტი კი ქალებში ბირთვის კვრაა, სადაც დაუმარცხებელია ზელანდიელი ვალერი ადამსი. ის წინა ორი ოლიმპიადის გამარჯვებული გახლავთ. მართალია, ლონდონში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ბელორუს ნადეჟდა ოსტაპჩუკს დოპინგი აღმოუჩინეს, ოქროს მედალი ჩამოართვეს და ერთ კვირაში ადამსს გადასცეს.ჯესიკა ენისი დაიწყებს შვიდჭიდში ტიტულის დაცვას. უნივერსალი მძლეოსნები დღეს ოთხ სახეობაში იასპარეზებენ: 110 მეტრზე თარჯრბენში, სიმაღლეზე ხტომაში, ბირთვის კვრასა და 200 მეტრზე რბენაში.
* * *
100 მეტრზე ბატერფლაიში ისევ შედგება მაიკლ ფელპსისა და სამხრეთაფრიკელი ჩად ლე კლოს დუელი. მათი პირველი ორთაბრძოლა 200 მეტრზე ფელპსის გამარჯვებით დასრულდა.სხვა სტარტები
- იწყება რიოში ქალთა რაგბის ტურნირი და რინგზე ბრუნდება ირლანდიელი კეტი ტეილორი. ის ხუთი წელია დაუმარცხებელია, თუმცა წელს არ მოისურვა ზედიზედ მეექვსედ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება და გამოტოვა ეს ტურნირი. როგორც თავად თქვა, ოლიმპიადისთვის უკეთ მოსამზადებლად.- ლონდონში კანადამ ერთადერთი ოქრო ბატუტზე ხტომაში მოიპოვა - ჩემპიონი გახდა როზი მაკლენანი, თუმცა, მომდევნო ოთხი წელი, ტანვარჯიშის ამ სახეობაში ჩინელები დომინირებენ და დღეს კანადელს გაუჭირდება ტიტულის შენარჩუნება.
- რიოს ველოტრეკზე უნდა გათამაშდეს მედალი კაცებს შორის გუნდურ გამოდევნებაში. ისევე, როგორც ლონდონში, აქ ფავორიტები არიან ბრიტანელები და ავსტრალიელები. ოთხი წლის წინ ბრიტანეთმა აიღო ოქრო და დღესაც ძლიერია, რადგან მაშინდელი საჩემპიონო გუნდიდან ედ კლენსი და სტივენ ბურკი დაუბრუნდნენ, თუმცა ბრედლი უიგინსი დაკარგა.
- მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდება ჩოგბურთში - მამაკაცებს შორის წყვილთა თანრიგში.
- კაცების წყალბურთში ხორვატია იტალიის ნაკრებს შეხვდება. ეს არის ლონდონის ოლიმპიადის ფინალის რემატჩი. ოთხი წლის წინ ხორვატებმა 8:6 მოიგეს და ისტორიაში პირველად გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები.
ასევე ლონდონის ოლიმპიადის ფინალის გამეორებაა ქალთა ხელბურთში - ჩემპიონი ნორვეგია ფინალისტს, ჩერნოგორიას ეთამაშება. ლონდონში მოპოვებული ვერცხლი პირველი ოლიმპიური მედალი იყო ჩერნოგორიისთვის.
ლონდონის ოლიმპიადის მესამე რემატჩი იქნება კაცებში ბალახის ჰოკეის შეხვედრა გერმანიასა და ჰოლანდიას შორის.
14:30-22:30 გოლფი. II რაუნდი. კაცები
15:00-03:10 ბადმინტონი. ერთეულები. კაცები. ჯგუფური ეტაპი
16:00-17:44 მშვილდოსნობა. პირადი. კაცები. 1/8-ფინალი
16:00 წყალბურთი. კაცები. ხორვატია-იტალია (B)
16:00-17:00 ფარიკაობა. რაპირა. გუნდური. კაცები. 1/8-ფინალი
16:00-16:50 ტყვიის სროლა. შაშხანა (წოლელა). 50 მ. კაცები. კვალიფიკაცია
16:00-20:30 ტყვიის სროლა. სკიტი. ქალები. კვალიფიკაცია
16:30-17:22 მძლეოსნობა. ბადრო. კაცები. კვალიფიკაცია
16:30 ხელბურთი. ქალები. ანგოლა-ბრაზილია (A)
16:30 ფრენბურთი. ქალები. ჩინეთი-სერბეთი (B)
16:30-05:40 ბადმინტონი. ერთეულები. ქალები. ჯგუფური ეტაპი
16:30-21:00 ტყვიის სროლა. სკიტი. კაცები. კვალიფიკაცია
16:35-17:00 მძლეოსნობა. შვიდჭიდი. 100 მ/თარჯრბენი. ქალები
16:40-16:52 აკადემიური ნიჩბოსნობა. ოთხადგილიანი ცალმოსასმელიანი.
კაცები. ფინალი
16:52-17:02 აკადემიური ნიჩბოსნობა.
ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი (მსუბუქი). ქალები. ფინალი
17:00-20:00 მაგიდის ჩოგბურთი. გუნდური. ქალები. 1/8-ფინალი
17:00 ბალახის ჰოკეი. ქალები. ს. კორეა-ჩინეთი (A)
17:00-19:00 ძალოსნობა. 85 კგ. კაცები. B ჯგუფი
17:00-19:40 ძიუდო. +100 კგ. კაცები. 1/32-ფინალი
17:00-18:08 ძიუდო. +78 კგ. ქალები. 1/16-ფინალი
17:00-23:24 ცხენოსნობა. ცხენის გაწვრთნა. გუნდური. ფინალი
17:04-17:14 აკადემიური ნიჩბოსნობა.
ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი (მსუბუქი). კაცები. ფინალი
17:05-17:53 მძლეოსნობა. ბირთვი. ქალები. კვალიფიკაცია
17:10-17:57 მძლეოსნობა. 800 მ. კაცები. კვალიფიკაცია
17:15-05:25 ბადმინტონი. წყვილები. კაცები. ჯგუფური ეტაპი
17:20 წყალბურთი. კაცები. ესპანეთი-საფრანგეთი (B)
17:24-17:34 აკადემიური ნიჩბოსნობა. ორადგილიანი ცალმოსასმელიანი.
ქალები. ფინალი
17:30-18:00 ფარიკაობა. რაპირა. გუნდური. კაცები. 1/4-ფინალი
17:50-20:08 მძლეოსნობა. შვიდჭიდი. სიმაღლე. ქალები
18:00 ბალახის ჰოკეი. ქალები. ზელანდია-ჰოლანდია (A)
18:00-18:30 კრივი. 51 კგ. ქალები. წინასწარი (2 ბრძოლა)
18:00 პლაჟის ფრენბურთი. კაცები. 1/8-ფინალი
18:00 პლაჟის ფრენბურთი. ქალები. 1/8-ფინალი
18:00-18:30 ტყვიის სროლა. შაშხანა (წოლელა). 50 მ. კაცები. ფინალი
18:08-18:40 ძიუდო. +78 კგ. ქალები. 1/8-ფინალი
18:10-18:43 მძლეოსნობა. 10 000 მ. ქალები. ფინალი
18:30-19:00 კრივი. 60 კგ. ქალები. წინასწარი (2 ბრძოლა)
18:30 ხელბურთი. ქალები. შვედეთი-ჰოლანდია (B)
18:35 ფრენბურთი. ქალები. არგენტინა-კამერუნი (A)
18:40-18:56 ძიუდო. +78 კგ. ქალები. 1/4-ფინალი
18:40 წყალბურთი. კაცები. აშშ-ჩერნოგორია (B)
18:45-05:25 ბადმინტონი. წყვილები. ქალები. ჯგუფური ეტაპი
18:55-19:17 მძლეოსნობა. 100 მ. ქალები. კვალიფიკაცია
19:00 ჩოგბურთი. ერთეულები. კაცები. 1/2-ფინალი
19:00 ჩოგბურთი. წყვილები. კაცები. მე-3 ადგილისთვის
19:00 ჩოგბურთი. წყვილები. კაცები. ფინალი
19:00 ჩოგბურთი. მიქსტი. 1/2-ფინალი
19:00-19:30 კრივი. 49 კგ. კაცები. 1/2-ფინალი (2 ბრძოლა)
19:00-19:30 ფარიკაობა. რაპირა. გუნდური. კაცები. 5-8 ადგილები
19:15 კალათბურთი. ქალები. სერბეთი-ჩინეთი (B)
19:15-20:45 ტყვიის სროლა. ჩქაროსნული პისტოლეტი. 25 მ. კაცები. კვალიფიკაცია
19:30-06:10 ბადმინტონი. მიქსტი. ჯგუფური ეტაპი
19:30 ბალახის ჰოკეი. კაცები. ინდოეთი-კანადა (B)
19:30-20:00 კრივი. 60 კგ. კაცები. 1/4-ფინალი (2 ბრძოლა)
19:30-21:00 ძალოსნობა. 75 კგ. ქალები. B ჯგუფი
19:40-21:00 ძიუდო. +100 კგ. კაცები. 1/16-ფინალი
20:00 ფეხბურთი. კაცები. 1/4-ფინალი. აშშ-შვედეთი
20:00-20:36 ცურვა. 50 მ. თავისუფალი. ქალები. კვალიფიკაცია
20:00-20:45 კრივი. 75 კგ. კაცები. წინასწარი (3 ბრძოლა)
20:00 აფროსნობა. RS:X. კაცები. წინასწარი რბოლები
20:00 აფროსნობა. 470. კაცები. წინასწარი რბოლები
20:00 აფროსნობა. ლაზერი. კაცები. წინასწარი რბოლები
20:00 აფროსნობა. 49-ე. კაცები. წინასწარი რბოლები
20:00 აფროსნობა. RS:X. ქალები. წინასწარი რბოლები
20:00 აფროსნობა. ლაზერ-რადიალი. ქალები. წინასწარი რბოლები
20:00 აფროსნობა. 470. ქალები. წინასწარი რბოლები
20:00 აფროსნობა. 49-ე. ქალები. წინასწარი რბოლები
20:15-20:45 ფარიკაობა. რაპირა. გუნდური. კაცები. 1/2-ფინალი
20:30 ბალახის ჰოკეი. კაცები. გერმანია-ჰოლანდია (B)
20:38-21:50 ცურვა. 1500 მ. თავისუფალი. კაცები. კვალიფიკაცია
21:00-21:40 ძიუდო. +100 კგ. კაცები. 1/8-ფინალი
21:15 კალათბურთი. კაცები. ჩინეთი-ავსტრალია (A)
21:30-23:10 მძლეოსნობა. 20 კმ. სიარული. კაცები. ფინალი
21:40-22:00 ძიუდო. +100 კგ. კაცები. 1/4-ფინალი
21:40 ხელბურთი. ქალები. რუმინეთი-ესპანეთი (A)
21:52-22:08 ცურვა. 4x100 მ. კომპლექსური. ქალები. კვალიფიკაცია
22:00-22:52 მშვილდოსნობა. პირადი. კაცები. 1/4-ფინალი
22:00-22:30 ფარიკაობა. რაპირა. გუნდური. კაცები. მე-5 ადგილისთვის
22:00-22:30 ტყვიის სროლა. სკიტი. ქალები. 1/2-ფინალი
22:00 ფრენბურთი. ქალები. აშშ-იტალია (B)
22:00-01:00 მაგიდის ჩოგბურთი. გუნდური. ქალები. 1/8-ფინალი
22:10-22:30 ცურვა. 4x100 მ. კომპლექსური. კაცები. კვალიფიკაცია
22:15-22:45 ფარიკაობა. რაპირა. გუნდური. კაცები. მე-7 ადგილისთვის
22:30-22:45 ტყვიის სროლა. სკიტი. ქალები. მე-3 ადგილისთვის
22:30-23:10 ძალოსნობა. 75 კგ. ქალები. A ჯგუფი
22:30 კალათბურთი. ქალები. კანადა-აშშ (B)
22:30-22:45 ძიუდო. +100 კგ. კაცები. მანუგეშებელი
22:30-22:45 ძიუდო. +78 კგ. ქალები. მანუგეშებელი
22:42-23:13 ბატუტზე ხტომა. პირადი პირველობა. ქალები. ფინალი
22:45-23:00 ტყვიის სროლა. სკიტი. ქალები. ფინალი
22:50-23:04 ძიუდო. +78 კგ. ქალები. 1/2-ფინალი
22:55-23:24 მშვილდოსნობა. პირადი. კაცები. 1/2-ფინალი
23:00 ფეხბურთი. კაცები. 1/4-ფინალი. ჩინეთი-გერმანია.
23:00-23:14 ველოსპორტი. გუნდური სპრინტი. ქალები. კვალიფიკაცია
23:00-00:00 წყალში ხტომა. ქალები. 3 მ. კვალიფიკაცია
23:14-23:50 ველოსპორტი. სპრინტი. კაცები. კვალიფიკაცია
23:27-23:40 მშვილდოსნობა. პირადი. კაცები. მე-3 ადგილისთვის
23:30-23:40 ძიუდო. +100 კგ. კაცები. 1/2-ფინალი
23:43-23:56 მშვილდოსნობა. პირადი. კაცები. ფინალი
23:40 ხელბურთი. ქალები. ჩერნოგორია-ნორვეგია (A)
23:40-23:45 ძიუდო. +100 კგ. კაცები. მე-3 ადგილისთვის
23:40-23:44 ძიუდო. +78 კგ. ქალები. მე-3 ადგილისთვის
23:52-00:17 ველოსპორტი. გუნდური რბოლა გამოდევნებით. კაცები. I წრე
23:50-23:54 ძიუდო. +78 კგ. ქალები. მე-3 ადგილისთვის
00:00-00:30 კრივი. 51 კგ. ქალები. წინასწარი (2 ბრძოლა)
00:00 ბალახის ჰოკეი. კაცები. ბრიტანეთი-ესპანეთი (A)
00:00-00:30 ფარიკაობა. რაპირა. გუნდური. კაცები. მე-3 ადგილისთვის
00:00-00:04 ძიუდო. +78 კგ. ქალები. ფინალი
00:05 ფრენბურთი. ქალები. ჰოლანდია-პუერტო რიკო (B)
00:10-00:15 ძიუდო. +100 კგ. კაცები. მე-3 ადგილისთვის
00:17-00:28 ველოსპორტი. გუნდური სპრინტი. ქალები. I წრე
00:20-00:25 ძიუდო. +100 კგ. კაცები. ფინალი
00:30-01:00 კრივი. 60 კგ. ქალები. წინასწარი (2 ბრძოლა)
00:30-00:58 ველოსპორტი. სპრინტი. კაცები. 1/16-ფინალი
00:45 კალათბურთი. ქალები. ესპანეთი-სენეგალი (B)
01:00-01:04 ველოსპორტი. გუნდური სპრინტი. ქალები. მე-3 ადგილისთვის
01:00-01:30 კრივი. 60 კგ. კაცები. 1/4-ფინალი (2 ბრძოლა)
01:00 ბალახის ჰოკეი. კაცები. ბელგია-ზელანდია (A)
01:04-01:08 ველოსპორტი. გუნდური სპრინტი. ქალები. ფინალი
01:20-01:27 ველოსპორტი. გუნდური რბოლა გამოდევნებით.
კაცები. მე-7 ადგილისთვის
01:27-01:34 ველოსპორტი. გუნდური რბოლა გამოდევნებით.
კაცები. მე-5 ადგილისთვის
01:30-02:00 ფარიკაობა. რაპირა. გუნდური. კაცები. ფინალი
01:30-02:45 კრივი. 75 კგ. კაცები. წინასწარი (5 ბრძოლა)
01:34-01:41 ველოსპორტი. გუნდური რბოლა გამოდევნებით.
კაცები. მე-3 ადგილისთვის
01:41-01:50 ველოსპორტი. გუნდური რბოლა გამოდევნებით. კაცები. ფინალი
02:00 ფეხბურთი. კაცები. 1/4-ფინალი. კანადა-საფრანგეთი
02:00-03:40 ძალოსნობა. 85 კგ. კაცები. A ჯგუფი
02:00 კალათბურთი. კაცები. აშშ-სერბეთი (A)
02:30 ბალახის ჰოკეი. კაცები. ირლანდია-არგენტინა (B)
02:30 წყალბურთი. კაცები. საბერძნეთი-ბრაზილია (A)
02:30-05:30 მაგიდის ჩოგბურთი. გუნდური. კაცები. 1/8-ფინალი
02:50 ხელბურთი. ქალები. რუსეთი-არგენტინა (B)
03:30 ბალახის ჰოკეი. კაცები. ავსტრალია-ბრაზილია (A)
03:30-03:56 მძლეოსნობა. 1500 მ. ქალები. კვალიფიკაცია
03:30 ფრენბურთი. ქალები. რუსეთი-იაპონია (A)
03:35-04:23 მძლეოსნობა. შვიდჭიდი. ბირთვი. ქალები
03:40-04:36 მძლეოსნობა. ურო. ქალები. კვალიფიკაცია
03:50 წყალბურთი. კაცები. უნგრეთი-იაპონია (A)
04:05-04:54 მძლეოსნობა. 400 მ. კაცები. კვალიფიკაცია
04:20-05:28 მძლეოსნობა. სიგრძე. კაცები. კვალიფიკაცია
04:50 ხელბურთი. ქალები. ს. კორეა-საფრანგეთი (B)
05:00 ფეხბურთი. კაცები. 1/4-ფინალი. ბრაზილია-ავსტრალია
05:00-06:00 მძლეოსნობა. ბირთვი. ქალები. ფინალი
05:03-05:09 ცურვა. 200 მ. გულაღმა. ქალები. ფინალი
05:05-05:27 მძლეოსნობა. შვიდჭიდი. 200 მ. ქალები
05:10 წყალბურთი. კაცები. სერბეთი-ავსტრალია (A)
05:12-05:17 ცურვა. 100 მ. ბატერფლაი. კაცები. ფინალი
05:20-05:33 ცურვა. 800 მ. თავისუფალი. ქალები. ფინალი
05:30 კალათბურთი. კაცები. საფრანგეთი-ვენესუელა (A)
05:35 ფრენბურთი. ქალები. ბრაზილია-ს. კორეა (A)
05:40-06:23 მძლეოსნობა. 100 მ. ქალები. კვალიფიკაცია
05:44-05:49 ცურვა. 50 მ. თავისუფალი. კაცები. ფინალი
05:57-06:05 ცურვა. 50 მ. თავისუფალი. ქალები. 1/2-ფინალი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"