რიო 2016: ადამ ოქრუაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

AutoSharing Option
12 აგვისტოს ქართველი ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი (+100) რიოს ოლიმპიადაზე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

ოქრუაშვილი პირველ შეხვედრაში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდა და ორი გაფრთხილებით ერთის წინააღმდეგ წააგო.

ამით ქართველმა ძიუდოისტებმა რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულეს. ჩვენმა ძიუდოისტებმა ჯამში ორი მედალი მოიპოვეს - ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი (73) გახდა, ხოლო ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

- რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 12 აგვისტოს
მკითხველის კომენტარები / 66 /
ოქრუაშვილმა და სხვებმა თუ ვერ იჭიდავეს, ანუ ვერ ივაჟკაცეს ივანიშვილი,შევარნადძე, ქოცები ან ნაცები რაშუაშია? ქოცების ან ნაცების დამსახურებაა ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონში ჩემპიონობა, რიოში კი მესამე რომ აიღო? თავად არის ძარღვიანი, მებრძოლი სულის მქონე! ლიპარტელიანს რა ცოტა დააკლდა ჩემპიონობას, ეს დასანანია. ამასთან,როგორი წარმატებაა ასეთი კონკურენციის პირობებში ვერცხლი მოიპოვო! წამატებებს ვუსურვებ მას! ბექა ღვინიაშვილმა შესანიშნავად იჭიდავა პირველი ორი, უფრო მძიმე( 10-15 კგ. მაინც) სპორტსმენებთან, დიდი გამოცდილებაც მიიღო.თუ თვითონ სწორად წარმართავს თავის სპორტულ კარიერას, დარწმუნებული ვარ დიდ წარმატებებსაც მიაღწევს!
აჭარელი
12:24 15-08-2016
0
დაგვაბრუნა ბიძინამ ისევ შევარდნაძის დროში, ქუჩაში იამები, გაზრდილი კრიმინალი და სხვა სატანჯველები არ გვეყოფოდა, ახლა ოლიმპიადაზე ოქროს გარეშე გამოსვლებიც დაგვიბრუნდება!
რა თქმა უდნა ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რეალობასთან ძალიან ახლოს! ერმა გამარჯვებულის ფსიქოლოგია დაკარგა ამ უნიათოების ხელში!
valeri
15:10 13-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული