შეგახსენებთ, რომ რიოს ოლიმპიადა გოლოვინასთვის მესამეა. 2008 წელს პეკინში მან მე-6 ადგილი დაიკავა, ოთხი წლის შემდეგ ლონდონში კი - მე-7.
თბილისელმა სპორტსმენმა, რომელმაც რიოში ტრავმით იასპარეზა, წარმატებით დაძლია საკვალიფიკაციო შეჯიბრი, 98.285 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალში ლუბამ 51.010 ქულა დაიმსახურა, რაც მეშვიდე შედეგი აღმოჩნდა.
ბატუტზე ხტომაში ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ კანადელი როსანა მაკლენანი გახდა.