"პრემიერ-მინისტრმა დამირეკა, ერის სიამაყე ხარო, მე კი ჩემპიონი ვერ გავხდი..."

AutoSharing Option
10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა 90 კგ-მდე წონითი კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

- რიო 2016: თავი მაღლა! გვიხარია, შენ რომ გვყავხარ! [VIDEO]

დაჯილდოებისას ლიპარტელიანმა ცრემლები ვერ შეიკავა.

ძიუდოისტის მეუღლე გიული ჭკუასელმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" ამაზე კომენტარი გააკეთა: "მხოლოდ მე კი არა, მთელი საქართველო აატირა. ყველა წერს, რომ მისი ემოცია გულისამაყუჩებელი იყო.

ის ემოციური ადამიანია და ფინალში მარცხი ძალიან განიცადა. ყველაზე ცუდად კი მაშინ გახდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა დაურეკა და უთხრა ერის სიამაყე ხარ, მე კი ჩემპიონი ვერ
გავხდიო," - თქვა გიული ჭკუასელმა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
მართლაც ყველაფრის მწვრთნელზე ხელების შეწმენდა არ არის სწორი საქციელი,მან ხომ უამრავი გამარჯვებები მოუტანა ჩვენს ქვეყანას.ეს სპორტია და ჩავარდნები ხდება ხოლმე,ჩვენ ისევ მივაღწევთ დიდ წარმატებებს
G
14 აგვისტო 2016 20:13
0
მითია ის რომ ყველაზე ძლიერი ნაკრები იყო, ზედიზედ სამი ოლიმპიადაა ოქრო გვქონდა რაც წელს ვერ შევასრულეთ...იზნაძეს შეცდომები ჰქოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ნაკრებში სამთავრობო კადრები ჰყავს, რომლებიც დიდი ალბათობით შესაძლოა მწვრთნელს არც კი ემორჩილებოდნენ...ამ ბიჭების ერთმა ნაწილმა ბინძური როლი ითამაშეს ზაინზებახერის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში...ან პრემიერი რა შუაშია, პრემიერმა ისე იცის ძიუდო როგორც სოფტბოლი, მაგრამ სწორედ პრემიერის ზარის გამო შეწუხებულა სპორტსმენი...არც პრემიერი უხსენებია და არც პრეზიდენტი ისე გახდნენ ჩემპიონები წინა წლებში...პრემიერი კი არა მის ოქროს ერი ელოდებოდა,სწორედ ერს სურდა, თორემ პრემიერისთვის ის ის სათამაშო იქნება რომელიც წინასაარჩევნოდ უნდა გამოიყენოს.ამას ყველა დავინახავთ ძალიან მალე...
asurbanifali
14 აგვისტო 2016 20:09
0
უზნაძე რა შუაშია თქვე უვიცებო?
დევი
14 აგვისტო 2016 19:33
0
რას ერჩით ირაკლი უზნაძეს? სპორტში ყველაფერი ხდება! როცა ნაკრები იგებდა მაშინ არ იყო კარგი მწვრთნელი? თუ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ! წარმატებები ჩვენს სპორცმენებს. ჯერ კიდევ წინაა გამარჯვებები
ნანა
14 აგვისტო 2016 18:23
0
ლიპო, შენი ცრემლები და სამშობლოს სიყვარული, ჩვენთვის უფრომ ღირებულია ვიდრე ოლიმპიური ოქროს მედალი. დარწმუნებული ვარ ეგეც გექნება, გაიხარე, უფალი იყოს შენი შემწე!!!
გიორგი
14 აგვისტო 2016 16:14
0
გეთანხმები ლუკა!!! უზნაძემ ბერვი შეცდომა დაუშვა! ამ დონის სიძლიერის ნაკრები საქარართველოს არასდროს ყოლია, უზნაძემ კიდე ჩააფლავა ყველაფერი! ვნახოთ ვინ იქნება ახალი მწვრთნელი. ჩვენს ბიჭებს კიდევ დიდი წარმატებები წინ აქვთ, ოღონდაც მაღალი დონის მწვრთნელი დანიშნოს ფედერაციამ! წარმატებები ქართულ ძიუდოისტებს, ჩვენი სიამაყე ხართ ბიჭებო!
პაატა
14 აგვისტო 2016 14:43
0
lipo genacvale, kii eris siamaye xar kapitano
gori
14 აგვისტო 2016 14:38
0
ნამდვილად რომ ერის სიამყეა! ამხელა პასუხისბგებლობის წნეხს ატარებდა და ამიტომაც განიცადა ასე, თორემ მან ხომ ფაქტობტივად რამხელა ნაბიჯი გააკეთა ამ წონით კატეგორიის მოჭიდავეთა რეიტინგულ იერარქიაში. დარწმუნებული ვარ, რომ ვარლამი კიდევ მრავალჯერ გაგვახარებს!
თამაზი
14 აგვისტო 2016 14:32
0
ლიპოს ვენაცვალე მაგრამ ასეთ ტურნირზე ამდენი ილეთი მთელს იაპონიის ნაკრებს არ გაუკეთებია ოქროები კი აიღეს კაი ლამაზი ილეთები მარა ბოლოს ოქრო უფრო კაია შენს წაგებაში და ბექასიც მთლიანად უზნაძის კისერზე იყოს.
luka
14 აგვისტო 2016 14:18
0

სიახლეები პოპულარული