"პრემიერ-მინისტრმა დამირეკა, ერის სიამაყე ხარო, მე კი ჩემპიონი ვერ გავხდი..."

AutoSharing Option
10 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა 90 კგ-მდე წონითი კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

- რიო 2016: თავი მაღლა! გვიხარია, შენ რომ გვყავხარ! [VIDEO]

დაჯილდოებისას ლიპარტელიანმა ცრემლები ვერ შეიკავა.

ძიუდოისტის მეუღლე გიული ჭკუასელმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" ამაზე კომენტარი გააკეთა: "მხოლოდ მე კი არა, მთელი საქართველო აატირა. ყველა წერს, რომ მისი ემოცია გულისამაყუჩებელი იყო.

ის ემოციური ადამიანია და ფინალში მარცხი ძალიან განიცადა. ყველაზე ცუდად კი მაშინ გახდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა დაურეკა და უთხრა ერის სიამაყე ხარ, მე კი ჩემპიონი ვერ
გავხდიო," - თქვა გიული ჭკუასელმა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
გეთანხმები ლუკა!!! უზნაძემ ბერვი შეცდომა დაუშვა! ამ დონის სიძლიერის ნაკრები საქარართველოს არასდროს ყოლია, უზნაძემ კიდე ჩააფლავა ყველაფერი! ვნახოთ ვინ იქნება ახალი მწვრთნელი. ჩვენს ბიჭებს კიდევ დიდი წარმატებები წინ აქვთ, ოღონდაც მაღალი დონის მწვრთნელი დანიშნოს ფედერაციამ! წარმატებები ქართულ ძიუდოისტებს, ჩვენი სიამაყე ხართ ბიჭებო!
პაატა
14:43 14-08-2016
0
მართალია, აღარ ვახსენებ :))))
მარტო არამტირალა კაცებს ვახსენებ ხოლმე ამის შემდეგ ::))))))))

ავთო
19:25 15-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული