დათუნაშვილის პირველი მეტოქე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ყაზახი დეჟან კარტიკოვი იყო, რომელთანაც ქართველი ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
იმ შემთხვევაში თუ ყაზახი მოჭიდავე ფინალში გავა, დათუნაშვილი ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს. თუ ყაზახი ფინალში ვერ გავიდა, მაშინ დათუნაშვილისთვის ოლიმპიადა დასრულდება.
ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.