რიო 2016: ლაშა თორღვაიძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედეგი ვერ აჩვენა

AutoSharing Option
15 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე წარუმატებლად იასპარეზა ქართველმა მძლეოსანმა ლაშა თორღვაიძემ.

თორღვაიძემ სამხტომში საკვალიფიკაციო ეტაპზე შედეგი ვერ აჩვენა - სამივე ცდა გააცუდა.

ფინალში გასასვლელად საკვალიფიკაციო ნორმატივი 16.95 მ-ს შეადგენდა. ფინალში ასპარეზობის უფლება საუკეთესო შედეგის მქონე 12-მა სპორტსმენმა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების სხვა წევრებიდან მძლეოსნობაში საკვალფიკაციო ეტაპზე 18 აგვისტოს ელით გამოსვლა ბირთვის მკვრელ ბენიკ აბრამიანს და სიმაღლეზე მხტომელ ვალენტინა ლიაშენკოს, 21 აგვისტოს მარათონულ რბენაში ცდის ძალებს დავით ხარაზიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამივე როგორ გააფუჰა ტო.ყველაფერი სამარცხვინო ჰვენ რატო გვემარტებაა
ბაჯო
16 აგვისტო 2016 08:04
0
მთავარია გული არ გაიტეხო ლაშა!ყველაფერი საბოლოოდ იღბალია... შენ რომ დებ სულს და გულს სპორტში ნეტავ ყველა მასე იყოს...
Irakli
15 აგვისტო 2016 21:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული