რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 16 აგვისტოს

AutoSharing Option
დღეს, 16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მედლებისთვის შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (98) იბრძოლებენ. საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის დროით 17:00 სთ-იდან დაიწყება.

- რიო 2016: ბოლო იმედი - ბოლქვაძისა და ნადარეიშვილის გზები მედლებისკენ

დღესვე ძალოსნობაში გამოვლენ ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე (ორივე +105). ასპარეზობა A ჯგუფში 22:30 სთ-იდან დაიწყება, B ჯგუფში კი - 02:00 სთ-იდან. ორივე ქართველი ძალოსანი A ჯგუფში გამოვა.

- რიო 2016: ლაშა ტალახაძე -
პატარა გოლიათის დიდი სამიზნე

- რიო 2016: ვეტერანის შანსი - დღეს ირაკლი თურმანიძე მიზნის ასრულებას ეცდება

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ტალახა არ მოდუნდე იმის მიუხადავად რო კონკურენტი არ გყავს ვინმე ჩასაფრებული არ იყოს აბა შენ იცი დღეს პირველი ოლიმპიური ჩემპი გვეყოლება და მეორე ოქროს ხინჩაგიშვილი აიღებს ისიც თითქმის უკონკურენტოა მიდით ოღონდ არ მოდუნდეთთთთთ.
joni
16 აგვისტო 2016 15:08
0
უკვე აღარ ვიცი მქონდეს თუ არა ბერძენ რომაელების იმედი
d
16 აგვისტო 2016 15:00
0
წარმატებები ბიჭებს! თქვენი იმედი აქვს საქართველოს!
ლევანი
16 აგვისტო 2016 14:06
0
ტალახა ოქრო ოქრო ოქრო
avto
16 აგვისტო 2016 13:31
0
უბრალოდ წარმატებები ვუსურვოთ ბიჭებს. დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ასახელონ საქართველო და გაახარონ ქართველი ხალხი.
შოთა
16 აგვისტო 2016 11:58
0
მოიცა რა აიღონ ჯერ ოქრო.რატოა უპირველესი კანდიდატი? სხვები რა ნაკლები ძლიერები არიან? ოლიმპიადისთვის ყველა განსაკუთრებით ემზადება, რაც ჭიდაობაშიც გამოჩნდა. წინასწარ ნუ დავძაბავთ ბიჭებს. მაგათ ყველაზე მაგრა უნდათ მოგება და ვაცალოთ ჯობია. ვიცნობ მე მაგათ ახლოს და ვიცი მაგათი რეაქცია ასეთ აჟიოტაჟზე.თვითონ ამბობენ რო ფსიქოლოგიურად მოქმედებს რო ყველა ოქროს ელოდება წინასწარ...
გია
16 აგვისტო 2016 11:36
0
წარმატებას გისურვებთ ყველას ბიჭებო.ოქროს მედალი გვინდა.სხვა მრავალი ქვეყნის გვერდით რომ დავდგეთ ღირსეულად.
შორენა
16 აგვისტო 2016 11:32
0
დღეს ტალახა უნდა გახდეს ჩემპიონი ლოგიკის მიხედვით კონკურენტი არ ყავს
dato
16 აგვისტო 2016 11:01
0
მოჭიდავეებს,აბა ფრთხილად კვერცხები არ დაამტვრიოთ ბათმანში,მივმართავ ტალახაძეს:შენ ხარ დღეს ოლიმპიადაზე ნათელი წერტილი ჩვენი ქვეყნისთვის,აბა შენ იცი,გაგვახარე ბატონო ჩემო,ასევე ოქროს რეალური კანდიდატია ვლადიმერ ხინჩაგაშვილი,მასაც ვთხოვ ეცადოს და ეგებ ოქრო მოუტანოს საკუთარ ქვეყანას,თქვენ შემოგყურებთ მთელი ერი და ბერი,ძალიან გთხოვთ ბიჭებო გაგვახარეთ,ღმერთი თქვენსკენ.
moWidaveeb-s
16 აგვისტო 2016 10:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული