ლიპო დაბრუნდა - ემოციური შეხვედრა ცოლ-შვილთან თბილისის აეროპორტში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი ვალერი ლიპარტელიანი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნდა.

ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე 90 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, წარმატებით გაიარა წინასაფინალო შეხვედრები და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, დაცვის პოლიციის თანამშრომლები, გულშემატკივრები და ახლობლები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ვალერი ლიპარტელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბის კაპიტანია.

ვალერი ლიპარტელიანთან ერთად სამშობლოში საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძეც ჩამოვიდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლიპო ჩვენ გულებში ხარ ძმაო, ნაღდი ქართველი კაცი ხარ, წინ კიდევ ბევრი ჩემპიონატები გელის და წარმატებები
algeti
17 აგვისტო 2016 18:59
0
უდიდესი პატივისცემა და მოკრძალება, ღირსეულო ქართველო, წინ კიდე ბევრი წარმატებებია
მიშა
17 აგვისტო 2016 16:10
0
ლიპო გვიყვარხარ და გვეამაყები ყველას ძმაო!!!
B-52
17 აგვისტო 2016 15:30
0
საქართველოს ღირსეულო შვილი, ღირსეული გუნდის ღირსეული კაპიტანი, ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი, მეუღლე და მამა და ბოლოს უბრალოდ ა დ ა მ ი ა ნ ი!!! მადლობა უფალს რომ ქართველად დაიბადე. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გელის კაპიტანო. მადლობა ყველაფრისთვის.
შალვა73
17 აგვისტო 2016 14:54
0
ერი ამაყობს შენით ლიპო
beqa
17 აგვისტო 2016 13:55
0
შენ ჩემთვის ოლიმპიურ ჩემპიონზე მეტი ხარ! კაცო!
svani
17 აგვისტო 2016 13:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული