რა თანხებს მიიღებენ რიოს ოლიმპიადის ქართველი მედალოსნები

AutoSharing Option
ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ოქროს მედლისთვის 170 000 ლარით დაჯილდოვდება.

ამას საქართველოს მთავრობის 21 ივლისის სხდომაზე მიღებული დადგენილება ითვალისწინებს. ამავე დადგენილების მიხედვით, ვერცხლისმედალოსანი 102 000 ლარს მიიღებს, ხოლო ბრინჯაოსმედალოსანი - 68 000 ლარს.

ამავე დადგენილების მიხედვით, ქართველმა სპორტსმენებმა 2016 წელს ნაჩვენები შედეგების (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები) მიხედვით, სოლიდური პრემიალური თანხები (ჯამში 3. 800. 000 ლარი) ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე მიიღეს.

ამ დროისთვის, რიოს მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა ასეთი შედეგი აჩვენეს: ოქრო - ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), ვერცხლი - ვარლამ ლიპარტელიანი
(ძიუდო), ბრინჯაო - ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა).

გარდა ამისა, კომპანია "სვეტისგან" ლაშა ტალახაძეს, ირაკლი თურმანიძესა და შმაგი ბოლქვაძეს საჩუქრად ბათუმში ბინა გადაეცათ. ტალახაძეს აღნიშნული საჩუქარი ოქროს მოპოვების შემდეგ გადაეცა, თურმანიძეს და ბოლქვაძეს კი ოლიმპიადამდე, როგორც აჭარელ ლიცენზიანტებს.

- რა ღირს ოქრო? - პრემიალური თანხების ოდენობა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 13 /
პრემიები მოიკლონ და მცირე პრემია მაინც ნადირაძესაც მიცენ.
giga
12:38 19-08-2016
0
შეგერგოთ ყველას. გულის გამხარებლებო
Polkvoniki
12:42 19-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული