რა ღირს ოქრო? - პრემიალური თანხების ოდენობა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში

AutoSharing Option
ჯერ კიდევ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის გამგზავრებამდე გამოცხადდა იმ პრემიალური თანხების ოდენობა, რომელსაც სახელმწიფო სპორტსმენებს ოლიმპიური მედლების მოპოვებისთვის გადაუხდის. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოლიმპიური ჩემპიონობისთვის ჩვენი სპორტსმენი 170 000 ლარს (დაახლოებით 72 ათასი აშშ დოლარი), ვიცე-ჩემპიონობისთვის - 102 ათასს, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის 68 000-ს მიიღებს.

პრემიალური თანხების ოდენობა ვისთვის დიდია და ვისთვის მცირე. განსჯისთვის კი ქვემოთ გაგაცნობთ ამ საკითხისადმი სხვა ქვეყნების დამოკიდებულებასა და მათ მიერ დაწესებულ ფულად ჯილდოებს.

თავშივე უნდა ითქვას, რომ პრემიალურების სიდიდეს, პრაქტიკულად, არ განსაზღვრავს კონკრეტულ ქვეყანაში
არსებული ცხოვრების დონე და მოსახლეობის შემოსავლები. საერთოდ კი, ოლიმპიური მედლებისთვის ზღაპრულ საპრიზოებს მეტწილად არადემოკრატიული რეჟიმების მქონე სახელმწიფოებში აწესებენ. ამ მხრივ ისტორიაში რეკორდი ჩინეთს ეკუთვნის - პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე თითოეულ ჩემპიონს 1 მლნ აშშ დოლარს უხდიდნენ. დღეს რიოში ჩინელთა საპრიზო გაცილებით მოკრძალებულია - 50 ათასი დოლარი ოქროსთვის.

საპირისპირო ვითარებაა დემოკრატიულ ევროპაში. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში ოლიმპიური ოქროსთვის ყველაზე მეტს ლატვიასა და იტალიაში იხდიან, ხოლო ისეთი ქვეყნები, როგორებიც ხორვატია, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და შვედეთია, თამაშებზე მოპოვებული მედლებისთვის თავიანთ ათლეტებს საერთოდ არაფერს აძლევენ.

საგულისხმოა, რომ ჰონორარების სიდიდის მხრივ შედგენილ მსოფლიო ათეულში უმეტესობას პოსტ-საბჭოთა ქვეყნები შეადგენენ, სათავეში კი სინგაპურია, სადაც ოქროს მედალი 745 ათას დოლარად "ფასობს".

1. სინგაპური - 745 აშშ დოლარი
2. აზერბაიჯანი - 510
3. ინდონეზია - 379
4. ტაილანდი - 314
5. ყაზახეთი - 250
6. ფილიპინები - 237
7. უზბეკეთი - 237
8. იტალია - 184
9. ლატვია - 156
10. ბელორუსი, მოლდოვა - 150.

რაც შეეხება პოსტ-საბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებს, მაგალითად, რიოში გამარჯვებულებს რუსეთი და უკრაინა ჩვენზე ნაკლებს, შესაბამისად, 61 და 60 ათასს ჰპირდება, ტაჯიკეთი - 38 ათასს.

საინტერესო პრაქტიკა აქვთ აშშ-ში, სადაც ოლიმპიური ჩემპიონობისთვის დაწესებულ თანხას 1984 წლიდან მოყოლებული არ ცვლიან და ის 25 ათას დოლარს შეადგენს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი ოლიმპიელებისთვის ეს თანხა სიმბოლურია, რადგან მთავარ და საკმაოდ მსუყე პრემიებს სპონსორული კონტრაქტებიდან იღებენ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
საინტერესოა გამარჯვებულს რამდენი კაცი უზის წილში
999l
10:44 09-08-2016
0
აბა შავდათუაშვილს x5 გაუნაღდებია
0

სიახლეები პოპულარული