რიო 2016: იაკობ მაქარაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა

AutoSharing Option
19 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე იაკობ მაქარაშვილი რიოს ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში დამარცხდა.

ქართველი სპორტსმენი მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვს შეხვდა და პირველივე პერიოდში 0:11 წააგო.

მაქარაშვილი შესაძლოა რეპეშაჟში გადავიდეს თუ ჰასანოვი მედლისთვის ბრძოლას გააგღძელებს.

აქამდე მაქარაშვილი საკვალიფიკაციო წრეში ისვენებდა, ხოლო მერვედფინალში ბულგარელ გეორგი ივანოვს შეხვდა და 13:8 მოიგო.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სასტიკად დაამარცხა ჯაბრაილმა. ასე არ ვიცი...
გგგ
18:51 19-08-2016
0
ის შავი კაცი ვინ იყო... ასეთ სამარცხვინო წაგებას ნამდვილად არ ველოდი!!!
musenbazi
19:03 19-08-2016
0

სიახლეები პოპულარული