რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია. 25 წლის გორელმა მოჭიდავემ ფინალში იაპონელ ჰიგუჩი რეის მოუგო და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

- ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დაჯილდოება და საქართველოს ჰიმნი რიოში [VIDEO]
- ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: სწორედ ამან განაპირობა ჩემპიონობა!

შეხვედრის დასაწყისში უფრო აქტიური იაპონელი სპორტსმენი იყო, რომელმაც ანგარიში 2:0 წაიყვანა, თუმცა ხინჩეგაშვილმა შეძლო ძალების მობილიზება და შეხვედრის სათავისოდ შემობრუნება, საბოლოოდ კი 4:3 გამარჯვება და ოლიმპიური ჩემპიონობა.

ფინალურ შეხვედრამდე ხინჩეგაშვილმა სამი დაძაბული ბრძოლა გადაიტანა, მერვედფინალში მან ყაზახეთის
ნაკრების წევრი ნურისლამ სანაიევი 4:3, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი 4:3, ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი ბულგარელი ვლადიმირ დუბოვი 8:4 დაამარცხა.

- რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია! [VIDEO]
- რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნახევარფინალშია! [VIDEO]
- რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მეოთხედფინალშია! [VIDEO]

ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია. მანამდე ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა, ვერცხლი ძიუდოისტი ვალერი ლიპრატელიანის ანგარიშზეა, 3 ბრინჯაო კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბ/რ ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) მოიპოვეს.

იხილეთ ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 36 /
გპარავდეს ხვტისმსობელი მისი წილხვედრი ქვეყნის სვილი ხარ გაიხარეტ ქარტველებო უპალი გვიგზავნის სიხარულს იხარე ლადო სენი ოჯახიტ

ledi
20 აგვისტო 2016 10:11
0
ძალიან მაგარი ხარ გილოცავ და დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის.
giorgi
20 აგვისტო 2016 10:07
0
შენ გენაცვალე ჩემო ოქროს ბიჭო...
გაიხაროს შენმა გამზრდელმა
იხარე საქარტველო!!!
tamari
20 აგვისტო 2016 09:58
0
კი არ ზიან, სხედან.
და საერთოდ ორი კომენტატორი რა საჭიროა?
თანაც ორივემ არ იცის რაზე და როგორ ილაპარაკოს.
მერე ამბობენ, ნავის ფული არა გვაქვსო.
გიგილო
20 აგვისტო 2016 09:46
0
გაიმარჯვე,გაგიმარჯოს.ნამდვილი ქართველი ხარ,გაიხარე
სოსო
20 აგვისტო 2016 09:22
0
ფინალიც 4:3 მოიგო. თუ გინდათ, გადაახვიეთ და ნახეთ )) გილოცავთ!
ჰმ
20 აგვისტო 2016 09:14
0
გაიხარე ლადო ,შენს ოჯახთან ერთად, გილოცავთ.დარჭმუნებული ვარ ყველა ქართველს გაუხარდებოდა და მეც ვუერთდები მათ სიხარულს შენ რომ მოგვანიჭე.
ვახო ჩადუნელი
20 აგვისტო 2016 09:13
0
ლადო გაიხარე ოჯახთან ერთად, სულ გამარჯვებებით გევლოს
gizog
20 აგვისტო 2016 08:40
0
არ ვამბობდი ოქროს სუნი ტრიალებს თქო არ აფრინა იაპონსკი როგორც მანუმ ჩინელი მაგათი თავისუფალი არ გაიშვა.
dato
20 აგვისტო 2016 07:38
0
ღმერთმა სულ ასეთი სიხარულით გატაროს ცხოვრებაში, როგორც მთელი საქართველო გაახარე!.. ბრავო!...
უცხო
20 აგვისტო 2016 04:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული