რიო 2016: სალომე ფაჟავა სამი სავარჯიშოს შემდეგ მე-14 ადგილზეა

AutoSharing Option
19 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, მხატვრულ ტანვარჯიში საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას სალომე ფაჟავა.

ქართველმა ტანმოვარჯიშემ სამი სავარჯიშო უკვე შეასრულა ბურთით, რგოლითა და ბაფთით და ჯამში 51.682 (17.233, 17.783 და 16.666) ქულა აქვს. ამ შედეგით სალომე მე-14 ადგილს იკავებს.

- რიო 2016: სალომე ფაჟავამ ბურთით ვარჯიში შეასრულა [VIDEO]
- რიო 2016: სალომე ფაჟავამ რგოლით ვარჯიში შეასრულა [VIDEO]


საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეებს ბოლო, მეოთხე ვარჯიში გურზებით აქვთ შესასრულებელი. სალომე ფაჟავა ამ სავარჯიშოს "რაჭულის" თანხლებით შეასრულებს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე მრავალჭიდში სულ 26 სპორტსმენი
მონაწილეობს. 10 საუკეთესო კი 20 აგვისტოს, ფინალში მედლებისთვის განაგრძობს ბრძოლას.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ როგორ მევასება ეს ბავშვი, არაუშავს, მტკივან ფეხით კიდევ ბევრი შეძელი...
Fsiuuu
01:21 20-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული