გენომ ირანელ ნემათ ჩასემისთან წააგო, რომელმაც გამარჯვება ბოლო 2 ქულიანი გდების უპირატესობით მოიპოვა (4:4). ეს უკანასკნელი კი ფინალში გავიდა.
ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში უკრაინელ ალენ ზასეევს დაძაბულ ბრძოლაში 11:6 მოუგო, მანამდე კი სასტარტო შეხვედრაში ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს ანგარიშით 10:0 სძლია.
დღესვე სასტარტო შეხვედრა დათმო და ბრძოლას გამოეთიშა სანდრო ამინაშვილი (86).
ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
როდის უტრაბახია გენო პეტრიაშვილს? ამ უხმო და თავმდაბალ ადამიანს ერთი იქნება მითხრა? სირცხვილია ასე მოგების ნიშნით რომ ლაპარაკობ!!! ვინ იცის იმ ირანელს გულშემატკივრობდი?!