გენომ ირანელ ნემათ ჩასემისთან წააგო, რომელმაც გამარჯვება ბოლო 2 ქულიანი გდების უპირატესობით მოიპოვა (4:4). ეს უკანასკნელი კი ფინალში გავიდა.
ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში უკრაინელ ალენ ზასეევს დაძაბულ ბრძოლაში 11:6 მოუგო, მანამდე კი სასტარტო შეხვედრაში ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს ანგარიშით 10:0 სძლია.
დღესვე სასტარტო შეხვედრა დათმო და ბრძოლას გამოეთიშა სანდრო ამინაშვილი (86).
ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.