რიო 2016: გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში 1/4- ფინალში დამარცხდა და სანუგეშო ტურნირში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი.

გენომ ირანელ ნემათ ჩასემისთან წააგო, რომელმაც გამარჯვება ბოლო 2 ქულიანი გდების უპირატესობით მოიპოვა (4:4). ეს უკანასკნელი კი ფინალში გავიდა.

ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში უკრაინელ ალენ ზასეევს დაძაბულ ბრძოლაში 11:6 მოუგო, მანამდე კი სასტარტო შეხვედრაში ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს ანგარიშით 10:0 სძლია.

დღესვე სასტარტო შეხვედრა დათმო და ბრძოლას გამოეთიშა სანდრო ამინაშვილი (86).

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

 

 

მკითხველის კომენტარები / 19 /
ეს იცის ბევრმა ტრაბახმა და ზედმეტმა თვითდაჯერებამ
levani
19:28 20-08-2016
0
ეს იყო ტაქტიკურად წაგებული ბრძოლა. სხვათაშორის, ტაქტიკურად არასწორად წარმართა ბრძოლა ზასეევთანაც და ბოლოს მოეგო გონს. ისე კი მთელი თავით მაღლა დგას დანარჩენებთან შედარებით და ეს მისთვის ჭკუის სასწავლი გაკვეთილი იქნება.
zurab
19:41 20-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული