რიო 2016: ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97) რიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში დამარცხდა.

ნახევარფინალში ოდიკაძე ამერიკელ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ფრედერიკ კაილ სნაიდერს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:9 დამარცხდა. ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

მანამდე მეოთხედფინალში ოდიკაძე ყახაზეთის წარმომადგენელ მამედ იბრაგიმოვს შეხვდა და ანგარიშით 6:1 მოუგო.

- რიო 2016: ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალშია! [VIDEO]

მერვედფინალში კი სომხეთის სახელით მოასპარეზე გიორგი კეტოევს შეხვდა და ანგარიშით 8:1 დაამარცხა.

- რიო 2016: ელიზბარ ოდიკაძე მეოთხედფინალშია! [VIDEO]

სამწუხაროდ რეპეშაჟში ვერ გადავიდა ზურაბ იაკობიშვილი (65) და მედლის გარეშე დარჩა.

ოლიმპიადიდან
პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
მერამდენე შემთხვევაა, ჩვენი მოჭიდავე (კლასიკურსაც ვგულისხმობ) ცუდი ფიზიკური მომზადების გამო, რომ აგებს ბრძოლას.ცხადია, რომ მომზადების პროცესში ამ კომპონენტს დიდიი ყურადღება არ მიაქციეს და შედეგიც სახეზეა. სამწუხაროა, მინიმუმ ვერცხლი დავკარგეთ.
gogig
18:19 21-08-2016
0
ამასვამბობდი,ქართულის ილეთები იხმარეთ მეთქი და ნახეთ როგორ წამოიკიდა?თურმე სცოდნიათ მაგრამ რად გინდა,ორნახევარ წუთში არაქათი გამოეცალა.ძალიან მინდა ვცდებოდე,მაგრამ ამ განწყობით მეეჭვება ელიზბარმა ბრინჯაოსთვის რეალური ბრძოლა შესძლოს.ღმერთო, მე შემაცდინე და ელიზბარს ძალა მიეცი!
სოსო
18:30 21-08-2016
0

სიახლეები პოპულარული