რიო 2016: აშშ-ის ნაკრებმა ფინალში სერბეთი გაანადგურა

AutoSharing Option
21 აგვისტოს რიოს ოლიმპიადაზე კალათბურთში ფინალური შეხვედრა გაიმართა.

აშშ-ის ნაკრებმა დამაჯერებლად ანგარიშით 96:66 გაანადგურა სერბეთი და რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკელებმა ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე იმარჯვეს.

ფინალურ მატჩში ყველა მეტი ქულა "გოლდენ სტეიტის" ახალწვეულმა და ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელმა კევინ დურანტმა (30) დააგროვა.

შეხვედრაში ერთადერთი ორმაგი დუბლი კი დემარკუს კაზინსმა გააფორმა, რომელმაც 13 ქულას 15 მოხსნა მიამატა.

სერბერთი-აშშ 66:96
15:19, 14:33, 14:27, 23:17

მესა ადგილისთვის შეხვედრაში ესპანეთმა ავსტრალია ანგარიშით 89:88 დაამარცხა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუჭირდებოდათ :)
PARFIUMER
01:02 22-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული