რიო 2016: პროტესტი ფინიშზე

AutoSharing Option
რიოს მარათონულ გარბენში ეთიოპიელმა ფეის ლილესმა მეორემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი. სწორედ ამ მომენტში, მარათონელმა თავს ზემოთ რამდენჯერმე გადააჯვარედინა ხელები. ეს იყო პროტესტი ეთიოპიის მთავრობის წინააღმდეგ.

ლილესმა ამ ჟესტით სოლიდარობა გამოუცხადა ორომოს ხალხს - ეს არის მისი მშობლიური და ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფი ეთიოპიაში.

"თითქმის დარწმუნებული ვარ - სამშობლოში რომ ჩავიდე, აუცილებლად მომკლავენ", - განაცხადა ლილესმა CNN-თან კომენტარში.

მარათონელი ამბობს, რომ რამდენიმე მისი ნათესავი ეთიოპიის ციხეშია გამომწყვდეული. სამშობლოში მას ცოლი და ორი შვილი დარჩა.

ბოლო დროს, ეთიოპიაში პროტესტის ტალღის მიზეზი გახდა
ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილება - გააფართოვოს დედაქალაქის ადის-აბებას საზღვრები, რათა ორომიას რეგიონის ნაწილი ასევე შევიდეს ქალაქის შემადგენლობაში.

პოლიციასთან შეჯახების შედეგად, დაახლოებით ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

სხვათა შორის, ლილესს, შესაძლოა, ვერცხლის მედალი ჩამოართვან, რადგან ოლიმპიადებზე პოლიტიკური აქციები აკრძალულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული