დოპინგი: პეკინის გამყალბებლები

AutoSharing Option
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 2008 წლის თამაშებზე ჩავარდნილი სპორტსმენების გვარები დაასახელა

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ძალოსნობის ტურნირის 15 მონაწილის დოპინგ-სინჯმა აჩვენა დადებითი შედეგი. ეს სპორტსმენები დროებით ჩამოშორებულნი არიან საერთაშორისო ტურნირებს. ისინი წარმოადგენენ რუსეთს, უკრაინას, ყაზახეთს, ბელარუსს, აზერბაიჯანსა და ჩინეთს.

ამ 15 ძალოსანს შორის პრიზიორებიც არიან. აი, მათი ჩამონათვალი:

რუსეთი: დმიტრი ლიაპიკოვი (ბრინჯაო, 105 კგ), ჰაჯიმურატ აკაევი (ბრინჯაო, 94 კგ);

ბელარუსი: ანასტასია ნოვიკოვა (ბრინჯაო, 53 კგ), ანდრეი რიბაკოვი (ვერცხლი, 85 კგ);

ყაზახეთი: მარია გრაბოვეცკაია (ბრინჯაო, 75 კგ), ირინა
ნეკრასოვა (ვერცხლი, 63 კგ);

უკრაინა: ნატალია დავიდოვა (ბრინჯაო, 69 კგ), ოლგა კორობკა (ვერცხლი, 75 კგ).

სავარაუდოდ, ამ ძალოსნებს ჩამოართმევენ რვა წლის წინ მოპოვებულ მედლებს. გარდა ამისა, 17 აგვისტოს, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ტამაშ აიანმა განაცხადა, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი ერთწლიან დისკვალიფიკაციას მიიღებენ დოპინგის სისტემატიური გამოყენების გამო.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პეკინისა და ლონდონის ოლიმპიადების დოპინგ-სინჯების ორჯერადი გადამოწმება განახორციელა. ამ პროცესის შედეგად 1243 სინჯიდან 98 დადებითი შედეგის აღმოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული