სკანდალი: პატრიკ ჰიკი ციხეში დარჩება

AutoSharing Option
ევროპული ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი ციხეში ორ-სამ თვეს გაატარებს, - იტყობინება Insidethegames.

ბრაზილიის პოლიცია აგრძელებს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბილეთების უკანონოდ გავრცელების საქმეზე გამოძიებას. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, საქმე ძალიან რთულია, ამიტომაც გამოძიებას დიდი დრო დასჭირდება სიმართლის დასადგენად. და გამოძიების დასრულებამდე ჰიკი, მისი თარჯიმანი ბარბარა კარნერი და კიდევ ერთი ირლანდიელი კევინ მელოუნი პატიმრობაში დარჩებიან. ცნობილია, რომ ჰიკის ადვოკატები ითხოვენ თავიანთი კლიენტის შინაპატიმრობაში გადაყვანას.

შეგახსენებთ, რომ ჰიკი ეჭვმტანილია რიოს ოლიმპიადის ბილეთების უკანონო გასაღებაში. როგორც ტელეკომპანია ESPN-მა გამოაცხადა, ეს დაკავება პოპულარულ სპორტულ
მოვლენებზე ბილეთების გაყიდვის მსხვილ უკანანო ქსელს უკავშირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული