ქართველმა მებრძოლმა მეტოქეს ჯერ უმკურნალა, მერე კი ნოკაუტში ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
ММА-ს ქართველმა მებრძოლმა პაატა ჩხაპელიამ ერთ შეხვედრაში მეტოქის დახმარება და შემდეგ მისი ნოკაუტში გაშვება შეძლო, რითაც მაყურებელი ძალიან გააკვირვა.

შეხვედრა 10 დეკემბერს გერმანული პრომოუშენის, Mannheimer Hafenkeilere-ს ტურნირზე მსუბუქ წონაში გაიმართა.

პოლონელ ვრობლესკის იმ დღეს დებიუტი ჰქონდა, ხოლო ჩხაპელიას უკვე ოთხი შეხვედრა ჰქონდა გამართული, საიდანაც 3-ში გამარჯვებას მიაღწია.

45-ე წამზე პოლონელმა ხელი მოიქნია და მხარი ამოიგდო. სანამ ექიმი მიხვდებოდა, რა სჭირდა, ჩხაპელიამ მეტოქეს მხარი წამებში ჩაუსვა.

ამის მერე ბრძოლა გაგრძელ
და და უკვე სამი წუთის შემდეგ ჩხაპელიამ მეტოქე ყბაში დარტყმით ნოკაუტში ჩააგდო და გამარჯვება მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეხვედრის დასრულების შემდეგ ორმა მებრძოლმა ერთმანეთს მეგობრულად ჩამოართვა ხელი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
აი მართლა გენაცვალე !!! მაგარი კაცი ხარ!!
saakadze
22:06 27-01-2017
0
მაგარი კაცი!!! წარმატებები
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული