"კოლხეთის თასი" საქართველოში მე-5 ჩატარდა. შეჯიბრის მიზანი ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა და მათი საერთაშორისო სარბიელზე, პრესტიჟულ ტურნირებზე მივლინებაა, სადაც ისინი ტიტულოვანი სპორტსმენების წინააღმდეგ იბრძოლებენ.
"კოლხეთის თასის" გათამაშების ფინალურ ორთაბრძოლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის და რუსეთის კიკბოქსიორებმა. ტურნირის შესარჩევი ეტაპი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ბოლოს კი დასკვნითი ორთაბრძოლები გაიმართა და ტურნირის გამარჯვებული
ტარიელ ხეჩიკაშვილი:" სასიხარულოა, რომ საქართველო არაერთ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. ბოლო პერიოდში დაიწყო კომერციული ტურნირების ჩატარებაც, რაც სპორტის განვითარებას უწყობს ხელს, ამასთან სპორტული ტურიზმისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია. ასეთი ტურნირები ჩვენი გულშემატკივრისთვის ახალი, საინტერესო სანახაობაა. თავად სპორტსმენებს კი საშუალება აქვთ საქართველოში თავის გამოჩენის შემდეგ, ძალები საზღვარგარეთ მოსინჯონ და დიდი გამცდილებაც მიიღონ".
მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით