რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მონაწილეობა აუკრძალეს

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოტანილი ვერდიქტით, რუსეთი პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაიშვება, რადგან მათი სპორტსმენები დოპინგის მიღებაში იქნენ მხილებულნი, ზოგიერთი მათგანის შედეგები გააუქმეს და სოჭის ოლიმპიადაზე მოპოვებულ მედლებს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს გადაუნაწილებენ.

ქვეყნის ვიცე-პრემიერს ვიტალი მუტკოსა და სპორტის მინისტრს იური ნაგორნიხს სამუდამოდ აუკრძალეს ოლიმპიური მოღვაწეობა.

რუსი სპორტსმენები ტურნირზე მხოლოდ ნეიტრალური დროშით იქნებიან დაშვებულნი და დაჯილდოებისას მათი ქვეყნის ჰიმნის ნაცვლად ოლიმპიური ჰიმნი აჟღერდება.

ოლიმპიური კომიტეტის კომისიის ხელმძღვანელმა სამუელ შმიდმა განაცხადა, რომ უპრეცედენტო მასშტაბის მანიპულაციას ქონდა ადგილი, ოლიმპიურ მოძრაობას დიდი ზიანი მიაყენეს,
ხოლო რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის როლს ამ სქემაში, ამის დამადასტურებელი საბუთები არ მოეპოვება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Daicyo civi omi?
Misha
08:35 06-12-2017
0
ამბობენ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიც უნდა ჩამოართვან ფეხბურთშიო!!
დოპინგა
10:21 06-12-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული