გრიგორი როდჩენკოვი: პუტინმა ყველაფერი იცოდა დოპინგზე

AutoSharing Option
მოსკოვის ანტისადოპინგო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გრიგორი როდჩენკოვმა გერმანელ ჟურნალისტს ხაიო ზეპელტს, რომელმაც 2014 წელს რუსეთში დოპინგის შესახებ პირველი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, განუცხადა, რომ სამწუხაროდ, რუსია:

"რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ მითხრა, რომ პუტინმა ბევრი დეტალი იცოდა. პუტინს ისიც უთქვამს, რომ ჩემი სახელი იცოდა. მან ყველაფერი იცოდა. ეს მარტივი ჯაჭვია: მე საქმის კურსში ვაყენებდი იური ნაგორნიხს, ნაგორნიხი მუტკოს, მუტკო - პუტინს.

პრეზიდენტს უნდოდა ყველაფერი სცოდნოდა. მას ასეთი მიდგომა ჰქონდა:"მითხარით რაშია პრობლემა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის გადასაჭრელად". პუტინს არ შეუძლია ეს
უარყოს.

რუსეთში დოპინგისადმი მენტალიტეტი არ შეიცვლება. მოტყუების, სიცრუისა და უარყოფის მენტალიტეტი. არსებობს ოლიმპიური კომიტეტისადმი ნაჩვენები "სიმართლე", რომ რუსეთმა ამ მიმართულებით წინ დიდი ნაბიჯი გადადგა და რუსი სპორტსმენები მსოფლიოში ყველაზე "სუფთები" არიან.

ეს ერთგვარი პროპაგანდაა. სპორტული ჩინოვნიკები, რომლებმაც დოპინგის შესახებ იცოდნენ, თანამდებობებზე დარჩნენ. სპორტსმენების მიმართ არანაირი სანქციები არ ყოფილა.

რუსმა სპორტსმენმა არ უნდა თქვას სიმართლე, თორემ მედალის ჩაბარება მოუწევს. ასე კი შეინარჩუნებენ ავტომობილებს, ბინებს. საამურია ცხოვრება. არაფერი არ შეცვლილა: რუსეთი დოპინგის ქვეყანაა.

რუს სპორტსმენებს სულ არ აინტერესებთ, რომ თავიანთი დროშით არ იასპარეზებენ და მათი ჰიმნი არ აჟღერდება. რუსეთს არა აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება, ის მიიღებს ნეიტრალურ ფორმას. პირველი ემოციების შემდეგ ყველაფერი ისევ დავიწყებას მიეცემა. რუსულ სულს ვერ შეარყევს დროშის და ჰიმნის აკრძალვა. ეს უფრო დარტყმას მიაყენებს რუსულ პროპაგანდას და პოლიტიკურ ატმოსფეროს.

რატომ უნდა მრცხვენოდეს? ადამიანი, რომელიც მუშაობდა სოჭში და ადამიანი, რომელიც თქვენ გელაპარაკებათ - სხვადასხვა ადამიანია.

მე ხალხს სიმართლე ვუთხარი, რამეთუ სპორტში განვითარებული მოვლენები ზეგავლენას ახდენს პოლიტიკასა და ისტორიაზე. რუსეთი ქვეყანაა, რომელსაც არა აქვს მორალი, უსირცხვილოა. სამწუხაროდ, მე რუსი ვარ".

როდჩენკოვი რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის მიღების მხილებას 2016 წლის გაზაფხულიდან შეუდგა, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული