წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარეს, საუკეთესო გუნდად საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები

AutoSharing Option
რუსთაველის თეატრში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2018 წლის ნომინანტები დააჯილდოვა.

საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე აღიარეს. მან მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს შვიდი რეკორდი დაამყარა.

საუკეთესო გუნდად საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მიიჩნიეს, რომელიც ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა.

საუკეთესო მენეჯერი სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა.

საუკეთესო ლეგიონერად საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია აღიარეს.

საუკეთესო ქალი - სპორტსმენი ნინო ოძელაშვილია, რომელმაც სამბოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

საუკეთესო სპორტსმენად არაოლიმპიურ სახეობებში მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი დასახელდა.

საუკეთესო მსაჯად ელისო ბედოშვილი მიიჩნიეს - ის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გახლავთ მხატვრულ ტანვარჯიშში.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემთვისაც ჯერ სამშობლოა მთავარი და მერე სხვა დანარჩენი. სპორტსმენი პოლიტიკაში არ უნდა გაერიოს რომ თავი არ შეაზიზღოს სხვებს. ასეთი კი იმაზე მეტია ვიდრე გაგიგიათ ან წარმოგიდგენიათ. ზაზა ფაჩულიას და ტოჩინოშინს რომ გრიგოლ ვაშაძესთვის მხარი დაეჭირათ რას დაწერდით?
9
ლაშას წელს არცერთი რეკორდი არ დაუმყარებია. ეგ რეკორდები უბრალოდ წონების შეცვლის შედეგია. 220 აქვს ატაცებული ლაშას, და 217 როგორღა გამოდის მსოფლიო რეკორდი. არც ტარანენკოს 266 კგ აკვრა მოუხსნია. ესენია ნამდვილი რეკორდები. ამიტომ წელს არ ეკუთვნოდა ლაშას. გენო პეტრიაშვილი ორგზის მსოფლიო ჩემპიონია ყველაზე პრესტიჟულ წონით კატეგორიაში ჭიდაობაში და ერთხელ მაინც იმსახურებდა წლის საუკეთესო სპორტსმენობას.
არ გინდათ ტყუილი პიარი
12:03 27-12-2018
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული