კახეთში მოკლული 3 პირიდან ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმაა

AutoSharing Option
ადგილობრივების ინფორმაციით, კახეთში, წინანდალში მოკლული სამი პირიდან ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმაა.

არსებული ინფორმაციით, ასევე გარდაცვლილებს შორის არის პირი, რომელიც ზვიადაურისა და მისი მეგობრის მისამართით ისროდა. კონფლიქტი კი ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე დაიწყო, სადაც ზვიადაური და მისი მეგობრები მათი მეგობრის დასახმარებლად მივიდნენ.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაჭრილია 2 პირი.

კახეთში მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. სამი პირი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი
პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: IPN.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდიიით ქართველებო, ვხოცოთ ერთმანეთი, ვახაროთ მტერი და ვამრავლოთ უცხო ტომები, რომლებიც ასე მრავლად არიან ჩვენთან ჩამოსახლებულები. (მიშას და ოცნების დამსახურებით) დღე არ გავა მკვლელობა არ მოხდეს, რა გჭირთ რა გემართებათ, მართლა უკვე აღარ ვიცი რაღა დავწერო.
გიორგი
12:21 17-08-2021
2
ამერიკიდან ვუყურებ და გული მიკვდება ასე ქართველები ერთმანეთს რომ ხოცავენ
Ლომი
04:06 17-08-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული