ახმეტაში ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს:

"ახმეტაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. მას ჭრილობა გულმკერდის ქვეშ აქვს მიყენებული.

ახლობლების განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სუფრის წევრებს შორის შელაპარაკება დაჭრით დასრულდა.

ამ დროისათვის ზვიადაური ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ახლობლების ინფორმაციით, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მგონი 90-ზე უარეს პერიოდში ვართ, მაშინ ქალებს და მოხუცებს მაინც ინდობდნენ.
კვარა
12:48 20-07-2020
5
ყოველ დღე ვიღაცის დაჭრა და მკვლელობა, რა უბედურებაა ხალხო. გაუფრთხილდით ერთმანეთს
Megreli
09:21 20-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული