ბათუმის "აჭარაბეთ არენა" უკრაინის დროშის ფერებში განათდა

AutoSharing Option
უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის "აჭარაბეთ არენა" უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის პროექტების მართვის კომპანია - Ajara PMC თავის "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს.

უკრაინის დროშის ფერებში აგრეთვე თბილისის ანძაც განათდა.

უკრაინაში რუსეთის მხრიდან ინტერვენციას ელიან და პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ინიციატივით, ქვეყნის ერთიანობის დღე აღნიშნეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგია, ჩვენ ძმებს თანადგომა უნდა გამოუცხადოთ. უკრაინა ჩვენ ყოველთვის გვერდში გვიდგა. კოდორში ჩვენ დევნილებს ვერტმფრენებით ეხმარებოდნენ.
G.LA
09:57 17-02-2022
0

სიახლეები პოპულარული