"მისი სურათები ყველა სპორტული დარბაზიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, “კვახი" - თამარ ივერი ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე

AutoSharing Option
ქართველმა სოპრანომ, თამარ ივერმა, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, თამარ კოტრიკაძისა და მისი ქმრის, „დინამოს“ ყოფილი მეკარის, დავით გოგიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

"მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას, რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე, მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!!

ეს დავით გოგია (სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი. ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო), როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი
სულიერად ავადმყოფი, ,შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი ,ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი!! დიახ, ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!! შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც!! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლეე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა, რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა, რომ თავად მას სურდა ასეთი ყოფა!! კლასიკური მაზოხისტის სტილი!! საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული, რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში? პრაქტიკულად, გაწირა ქალი მთელი ცხოვრება “იატაქვეშა” ცხოვრებისთვის (ღმერთო, მაპატიე, უნებურად ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული).

ასე რომ, ,ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა, კარიერული გზა გადაუკეტა და გააუბედურა ეს ულამაზესი გოგო, არის ყოვლად შეუმდგარი მანიაკი-მოძალადე და მისი სურათები, სახელი და ა.შ. ყველაფერი…სპორტული დარბაზებიდან და აფიშებიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას და საზოგადოებამ ზურგის შექცევით უნდა აგრძნობინოს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ამ ვარსკვლავივით გოგოს და უნიჭიერესი ადამიანის წინაშე!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ, "კვახი"! ჯერ ოჯახში იყავი კაცი ცოლის მიმართ და მერე აგორავე ბურთი!!

(ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას", – წერს ივერი.
მკითხველის კომენტარები / 137 /
დღიდან ამ "მეკარის" ცოლობისა ეს საოცარი და სათნო და ლამაზი ადამიანი მოაკლდა საზოგადოებას ვთხოვ მის შვილს თუ შვილებს გაგვარკვიონ რა ხდებოდა ამ საოცარი გოგონას თავს
თეიმურაზ
22 თებერვალი 2024 05:20
8
Თუ ეგეთი ქომაგი იყავი, გარდაცვალებამდე რატომ არ გამოხვედი ამ წინადადებით
ლალი
22 თებერვალი 2024 04:04
18
ვითომ ჭკვიანური რამე დაწერეთ?სრულ სიმართლეს ამბობს და არ მოგწონთ ხო?იცით რამდენი ქალია ასე გაუბედურებული შინაპატიმრობაში?იმდენს ვერ ხვდებით რომ სიცოცხლეში ვერ მოხვიდოდი და ვერ ეტყოდი,მანიაკს ცოლი რა ჩაკეტილი გყავსო?მის ბედნიერებას ასაღებდა ძროხების ფერმაში მის გამომწყვდევას,დაუნგრია გოგოს ცხოვრება
მია
22 თებერვალი 2024 06:01
6
სახლში თუ ყავდა გამოკეტილი მაშინ ბიოლოგიური როგორ დაამთავრა?
???
22 თებერვალი 2024 01:59
15
"კარს არავინ ახლოს თათი,
ვიცავთ ელვით გოგიათი".
1970-იანი წლების
ჟურნალ "ნიანგის ბიბლიოთეკიდან".
ლაშა
22 თებერვალი 2024 01:19
5
რა თამარ ივერის საქმეა სხვისი ოჯახის საქმის გარჩევა
Ირაკლი
21 თებერვალი 2024 22:48
40
მართალია ეს ქალი, საზოგადოება ხმას რომ არ იღებს იმიტომაც ვართ ასე,
მარი
21 თებერვალი 2024 23:11
17
კიდევ ერთი ფემინისტის ღაღადი.
ლიბერასტებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!
სტალინი
21 თებერვალი 2024 22:08
50
გაგიმართლა
სტალინი – სტალინს
24 თებერვალი 2024 12:37
0
ჯერ ეგ ერთი, მე ჩემი ოჯახის კაცი ვარ, და არა ბოზებში მოგულავე ვიღაც ახვარი, და ვერც ცოლი და ვერც ვერავინ მეტყვის "შენსავითო" ვერასდროს. ეგ ერთი და მეორეც, დიახაც ჩემს ცოლს ჩემს თანასწორად ვთვლი, სხვანაირად არც მოვიყვანდი. ცოლი მეგობარია და თანამებრძოლია ამ ცხოვრებაში და სიყვერულის ობიექტი, და ჩემს დონეზე უნადა იყოს. არის კიდევაც. ზოგიერთებივით ცოლის სახით მოსამსახურე ან მზარეული რომ მჭირდებოდეს, მოსამსახურეს და მზარეულს ვიქირავებდი, ფული არ მიჭირს. და კიდევ, ერთი წუთი რომ დამეშვა, რომ მას კონტროლი ჭირდება, მეორე დღესვე გავუშვებდი სახლიდან. ბიჭიც მყავს და გოგოც. და ჩემს გოგოს რომ ქმარმა ეგეთები გაუბედოს... სხვის ოჯახში ჩარევა არა ტოროლა, გამოიჭერენ წესიერ, წყნარ, მორჩილ და სუსტ გოგოებს და აჩმორებენ...
სტალინს
22 თებერვალი 2024 14:43
1
ყველა გამოხმაურება
შეიძლება სიმართლესთან ახლოს იყო ეს ყველაფერი,მაგრამ ვფიქრობ, არაა ლამაზი სხვისი ოჯახური ცხოვრების განხილვა, თან უცხო ადამიანისგან! თავად ხათუნას სიტყვა არ დასცდენია, არასოდეს არ დაუჩივლია არავისთან და ჩვენ ვინ გვკითხავს?!ქალი არ გაციებულა საფლავში და არ შეიძლება მის ოჯახზე ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა! ბოლოსდაბოლოს, შვილები, შვილიშვილები ჰყავთ...ნამდვილად არ ესიამოვნებათ მათ ამ თემას რომ ეხება სხვა! თან არ მგონია,ხათუნა ისეთი სუსტი იყო, რომ ეს არ გაემხილა!ალბათ ძალიან უყვარდა ქმარი და რაღაც-რაღაცეები დათმო ოჯახის გამო ამ ცხოვრებაში. ჩვენ არ გვაქვს უფლება, აქ ასე საჯაროდ განვიხილოთ მათ დაუსწრებლად ოჯახური სიტუაციები
ლაკა
21 თებერვალი 2024 21:32
23
სიმართლეს ვიტყვი, ხათუნას გაქრობა ყოველთვის მიკვირდა. ამიტომ ვეთანხმები პათოსს.
ოღონდ ეს გამაგებინეთ, როდის აქეთ დაიწყეს სიდედრებმა სიძეებზე კარგის ლაპარაკი? არგუმენტად მოყავთ ხათუნას დედამ 2010 წელს რაღაც თქვა სიძეზე. თან პლიუს, მაშინ ის ქალბატონი იქნებოდა 80 წლის.
ბებიკომ
21 თებერვალი 2024 21:24
6
სოფელში ცხოვრება ანუ მხოლოდ მახინჯი ქალებისთვის არის თუ რას გულისხმობს ეს ქალბატონი ცოტა ვერ გავიგე.
სიმენონი
21 თებერვალი 2024 21:08
28
მისი სურვილის საწინააღმდეგოდ და ძალით ყოფნაზე ლაპარაკობს ადამიანი რა შუაშია სიმახინჯე?
21 თებერვალი 2024 21:32
16
მართალია, დაუნგრია ცხოვრება ესეთი გოგო ფაქტიურად მონობაში აცხოვრა
giorgi
21 თებერვალი 2024 21:07
16
როდემდე უნდა იცხოვრონ ადამიანებმა სხვისი ცხოვრებით?! ამ ქალბატონს ოჯახი ჰყავს,მომავალი, არ
მგონია ეს ყველაფერი მათ მოსწონდეთ,ისეთ კომენტარებს ვკითხულობ,თითქოს ამ ოჯახში რა ხდებოდა ყველამ დაწვრილებით იცოდეს, თუ ამდენი იცოდით თქვე კაი ხალხო, აქამდე სად იყავით?! საკუთარი ვერ დაულაგებია ხალხს და სხვის ცხოვრებას განიხილავენ... მაგიტომაც ვართ იქ სადაც ვართ.
საქართველო
22 თებერვალი 2024 07:12
6

სიახლეები პოპულარული