"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან კომენტარი "დინამოს" მფლობელის, რომან ფიფიას შესახებ გააკეთა. მისი თქმით, თბილისური კლუბის მეპატრონემ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავოს.

"ცოტა ხნის წინ ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული "დინამოს" ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. ეს არის დამოკიდებულება, რაც არის იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. ეს ადამიანები თბილისის "დინამოს" სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს.რამდენიმე დღის წინაც, რა შუაშია თბილისის "დინამო", გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. როგორც ფეხბურთში
ერკვევა, ისე ერკვევა, როგორც ჩანს, პოლიტიკაში თბილისის "დინამოს" მფლობელი", - განაცხადა კობახიძემ

წყარო: მთავარი არხი

alt"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

alt"ეგეთი ნაბიჯები პირველად მოხდება, რაც 11 წელია "დინამოს" პრეზიდენტი ვარ" - რომან ფიფიამ გასულ სეზონსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა [VIDEO]

alt"სამწუხაროდ, საქართველოდან ინტერესი არავის გამოუხატავს... არასასურველი ქვეყნიდან არის ვარიანტი..." - რომან ფიფიამ "დინამოს" გაყიდვის შესახებ ისაუბრა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 38 /
ეე პროფესორებო, ნეტა დინამოს აკადემია ვისი შექმნილია? ბაყაყო კობახიძე შენ იმაზე იფიქრე ცოტახანში მაგ კანონს თავზე რო გადაგახევთ.
Buxra
15:17 22-04-2024
38
კალაძეც მაგრად ერკვეოდა თურმე ენერგეტიკაში!!კობიაშვილი,კაჭარავა,სანიკიძე,ყაველაშვილი კი კანონებში!!!გადაშენდით.ერთმანეთზე უარესები ხართ!!
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული