გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედალი ჩამოართვეს

AutoSharing Option
პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს ბირთვის სროლაში მოპოვებული ოლიმპიური ოქროს მედალი ჩამოართვეს. როგორც მოგახსენეთ, გიგამ დღეს კვრაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

მან ბირთვის კვრაში 9,66 მეტრი დააფიქსირა, თუმცა მას შემდეგ, რაც მსაჯებმა ვიდეოგამეორებას გადახედეს, ჩათვალეს, რომ ოჩხიკიძემ სროლის წესები დაარღვია.

გიგას ნაცვლად, ოქროს მედალი მაროკოელ აბდელილაჰ განის გადაეცა.

როგორც პარიზის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური საიტიდან ვიგებთ, გიგას მედალი ჩამოართვეს და იგი მაროკოელ განის გადაეცა. ვიცე-ჩემპიონი ირანელი სპორტსმენი, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი პოლონელი პარამძლეოსანი გახდა.

საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14
პარაათლეტით ასპარეზობს.

პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა – ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გიგა! შენ დაამტკიცე, რო "შეზღუდული შესაძლებობის ადამიანს", ნამდვილად აქვს იმის უნარი, რო ნებისმიერ სიტუაციაში გადალახოს დაბრკოლებაც და ბარიერიც! ნამდვილად სამაგალითო პიროვნება ხართ იმისა, რო გვასწავლოთ და მოგბაძოთ, თუ როგორი უნდა იყოს მებრძოლი ადამიანი, რომელიც არ უშინდება არავითარ წინაღობას! მაგარი ბიჭი ხარ და როგორც იტყვიან ეგ ერთი და სხვა მრავალი! გმადლობთ სიხარულისთვის!
ვულოცავთ, ოქროს ბიჭს!
16:00 01-09-2024
0
განაცვალე ლომო!
ირაკლი
14:40 01-09-2024
1

სიახლეები პოპულარული