ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან

AutoSharing Option
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან.

ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

პარტიული სიის ოცეული პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ხოლო გენო პეტრიაშვილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის 2-გზის ჩემპიონი და 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონია.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

ფოტო/მასალა: ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 58 /
წარმატებები ბიჭებს! ისე რა მაგარი ბოღმა ხალხი ვართ. ტალახაძეზე რომ ენა მოგიბრუნდება ქართველს აუგად რისი ღირსია ის!
გაბო
14:43 11-09-2024
15
ოცნებას ხმას ვაძლევდი, მაგრამ ამის შემდეგ გადავიფიქრე და ხმას ოპოზიციას ვაძლევ. არ მინდა , რომ ორი კლასის დამთავრებულეა მართონ სახელმწიფო . სპორტსმენი ვიცი არენაზე და პოლიტიკოსი კი პოლიტიკაში.
ფეხბურთი
14:39 11-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული