ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან

AutoSharing Option
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან.

ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

პარტიული სიის ოცეული პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ხოლო გენო პეტრიაშვილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის 2-გზის ჩემპიონი და 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონია.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

ფოტო/მასალა: ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 43 /
ერიჰაა ! ამასაც ავიტანთ მაააშ !მაგრამ რა დავუშავეთ ასე რომ გვიმეტებს, მტერი ვერ გიზამს ასეთს, გაგიუქმოს ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენები და გვიქციოს უვარგის ყლეპუტატებად ! ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა მააშ ! ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი? არ არის და ვერც იქნება მააშ !
ვახსიმონტო
12:55 11-09-2024
2
ძვირფასო ლაშა და გენო!
ამ არჩევნებს ვინც გააყალბებს და მოიგებს, იმის საარჩევნო სიაში შეგიყვანთ შემდეგი არჩევნების დროს.
ოლიმპიური კომიტეტი
12:55 11-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული