"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

AutoSharing Option
ვეტერანი კალათბურთელი და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს საკუთარ "ინსტაგრამზე" ეხმაურება.

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი, როდესაც ქართველი ქართველს ასე უსწორდება.

ვგმობ და ვემიჯნები ნებისმიერი მხრიდან წარმოქმნილ ყველანაირ ძალადობას!

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი", - წერს ზაზა ფაჩულია.

Sportall.Ge

alt"მტკივნეულია, ვხედავდე როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი" - გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 39 /
რამდენს გიხდიან ნეტავ ესეთი დავდაუდებელი ერთგული ფინიები რომ ხართ რამიშვილის ბოტებო
საქოცეთს
12:27 01-12-2024
2
ოფიციალურად,შეგვიძლია ქვეყანა გადავაკეთოთ ხონის ფსიქიატრიულად. უჰ,რას იფშვნიტავს პუტინი ხელებს,ერთი რამე გადატრიალების მსგავსი მოხდეს და ეგრევე დაიკავებს საქართველოს. თან საქართველოს დაკავებას რა უნდა,გაუნათლებელი და ხეპრე ხალხით სავსე,გაყიდული პოლიტიკოსებით და ათასი რამით შემკული,დაელოდე და მოგცემენ მიზეზს რო დაიპყრო. თუ ვინმეს გონია რო არ იზავს,ძალიან შემცდარხართ. ისე მიდის საქმე რო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს და ომი გაჩერდეს,სანამ არ გაჩერდება ომი და არ მოილაპარაკებენ,ყველაფრის უფლებას მისცემს თავს პუტინი.არც ომის გარეშე იზღუდავდა თავს,მარა ახლა არაფერი გააჩერებს. რა უნდა საქართველოს აღებას,ქართველები ერთმანეთთან არიან მაგრები,თორე მტერთან დაჩოქილები მივლენ. არ მისულან ჯერ თუ მათი მორალი სხვა რამეს გადაუწყვიტავს. ნათქვამია,მაინც უნდა თქვაო და ვამბობ,თორე რა ძალა მადგას,ჩემთვის მშვიდად ვცხოვრობ სოფლად და ჩემს გასატან სარჩოს ჩემით ვშოულობ. არც რუსის ბომბი მოხხვდება ჩემს სოფელს და არც რუსის ჯარი ჩადგება აქ,რისთვის უნდა ჩადგეს თორე კი.მეტი ტვინი და შეგნება მაინც არ გვაქვს,დაგვიპყორს ისევ ვიღაცამ და მოვრჩეთ ამ დამოუკიდებლობანას თამაშს,არ არის ჩვენი სპორტი. დამოუკიდებლობის და სუვრენიზმის გაგებაში არ ხართ,ხოდა დაგვიპყროს ვიღაცამ და დამთავრდეს ეს სიგიჟე. უცხო ქვეყნის პარლამენტარი რო შენს შიდა საქმეებში ერევა და შენ ამას ტაშს უკრავ,რა პატრიოტობაზე და დამოუკიდებლობაზე საუბრობთ. ან კიდევ,სახელმწიფოს რო იმის ძალა არ აქვს,რამოდენიმე გიჟი გააუნებელყოს,რაღაზეა საუბარი. ამიტომაც,შემაერთეთ მოსკოვს ან ვინმე სხვას,სანამ ღმერთი მეტეორს წამოგვაწევს,იქნებ დაგვიპყროს ვინმემ და იმან მაინც შეირგოს ეს მადლიანი მიწა.ეროვნული გამოთაყვანება მოგვდგომია კარს,ეს ფეხბურთელების თუ სპორტსმენების კომენტარებიდანაც ჩანს. კი არ მოგვდგომია,უკვე აქ არის.
პარმენ ჯაში
08:28 01-12-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული