"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა

AutoSharing Option
უკრაინა სისხლისგან იცლება. რაც შეეხება შევჩენკოს, ის დღეს არის ჭირისუფალი, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „არ ურთიერთობს კალაძესთან და ის მისთვის არ არსებობს“.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის არ აპირებს ჭირისუფლად მყოფთან პოლემიკაში შესვლას და განცხადებების კეთებას.

„მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც დღეს უკრაინაა. უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება. რაც შეეხება შევჩენკოს, ის დღეს არის ჭირისუფალი. როგორც ქართველი კაცი, ქართველი ადამიანი, კატეგორიულად მიუღებელია
პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო. დიდი იმედი მაქვს მალე დასრულდება ის საშინელება უკრაინაში. ხალხი შეძლებს გაანალიზებას თუ რა მოხდა“, - აღნიშნა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, უკრაინულმა მედიამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს ციტატა გაავრცელა იმის შესახებ, რომ მას ყოფილ თანაგუნდელთან, კახა კალაძესთან, არავითარი კონტაქტი არ აქვს.Tribuna.com-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც კიევის “დინამოს“ ყოფილი მცველის და თბილისის მერის კახა კალაძის პოლიტიკურ საქმიანობას შეეხებოდა, შევჩენკომ უპასუხა: "მე არ ვურთიერთობ კალაძესთან. მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის აღარ არსებობს".

წყარო: ინტერპრესნიუსი

altანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს

მკითხველის კომენტარები / 44 /
სამწუხაროა, რასაც ახლა ვიტყვი, დაზარალებულები და დაღუპულები რათქმაუნდა ყველა ცოდვაა, მაგრამ უკრაინელები კი არა უმეტესად რუსები იხოცებიან. საომარი მოქმედებები წარმოებს რუსებით დასახლებულ სოფლებში და ტერიტორიებზე, იქ რომელიც "რეფერენდუმით" რუსეთის საკუთრებაა და იქ სადაც იანუკოვიჩი იგებდა არჩევნებს. უკრაინული სოფლების მეათასედიც კი არ აქვთ რუსებს დაკავებული, საპირწონედ უკრაინი კურსკშია შესული და ბელგოროდს ბომბავს, ასე, რომ რუსეთი თავის დაწყებულ ომში, თავის ხალხს ხოცავს.
სიმენონი
01:34 13-02-2025
3
უკრაინა ცოცხალია !
ზოგჯერ მეტი დაფიქრება და ჭკუაა საჭირო !
მორალი ...
----------
საქართველოს გაუმარჯოს !
ჭირისუფალს გარდაცვლილზე იტყვიან !
01:00 13-02-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული