"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა

AutoSharing Option
უკრაინა სისხლისგან იცლება. რაც შეეხება შევჩენკოს, ის დღეს არის ჭირისუფალი, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „არ ურთიერთობს კალაძესთან და ის მისთვის არ არსებობს“.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის არ აპირებს ჭირისუფლად მყოფთან პოლემიკაში შესვლას და განცხადებების კეთებას.

„მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც დღეს უკრაინაა. უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება. რაც შეეხება შევჩენკოს, ის დღეს არის ჭირისუფალი. როგორც ქართველი კაცი, ქართველი ადამიანი, კატეგორიულად მიუღებელია
პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო. დიდი იმედი მაქვს მალე დასრულდება ის საშინელება უკრაინაში. ხალხი შეძლებს გაანალიზებას თუ რა მოხდა“, - აღნიშნა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, უკრაინულმა მედიამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს ციტატა გაავრცელა იმის შესახებ, რომ მას ყოფილ თანაგუნდელთან, კახა კალაძესთან, არავითარი კონტაქტი არ აქვს.Tribuna.com-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც კიევის “დინამოს“ ყოფილი მცველის და თბილისის მერის კახა კალაძის პოლიტიკურ საქმიანობას შეეხებოდა, შევჩენკომ უპასუხა: "მე არ ვურთიერთობ კალაძესთან. მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის აღარ არსებობს".

წყარო: ინტერპრესნიუსი

altანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს

მკითხველის კომენტარები / 44 /
დრო გვანახებს ყველაფერს და შენი ნაქებარ პრეზიდენტს უკრაინელი ხალხი გაასამართლებს! უმადური უკრაინელი ხალხიიიიი!!!!
გიგი
19:04 12-02-2025
28
შევჩენკო ტიპიური სლავია , უფრო მეტი თუ ნაკლები , ხახოლია . მისთვის ძნელად გასაგებია ის , რომ სხვის მდგომარეობაში უნდა შეხვიდე . არ გაუზრდია მაგალი ზარანდიასნაირ კაცებს . ,, მე მინდა " იცის ბატონმა ანდრეიმ , მაგრამ სხვას რა უნდა და რა სჭირია , ძნელად გასაგებია მისთვის . უცხოა ხახოლისთვის ,,შენს საკეთებელს და ჩემს საკეთებელს ჩვენი ძმობის სიწმინდე სჯობია ". ვუთანაგრძნობ ანდრეის ამის გამო . მისთვის არა თუ კალაძე , რეალობაც აღარ არსებიბს , თავის თავში დირეს ვერ ხედავს ნახევარზე მეტი უკრაინა და სხვის თვალში ბეწვს დაეძებენ . შეუნდოთ უფალმა ! კალა რომ კაცია , მის სიტყვებშიც ჩანს . მაგიტომაც აფასებენ მილანში კალას მეტად , ვიდრე შევჩენკოს .
silovan DZGERIA
19:06 12-02-2025
32
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული