ლევან ყიფიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შეხვედრებს მართავს

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ლევან ყიფიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ - ვლადიმერ ვარძელაშვილთან, მის მოადგილეებთან და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად სამინისტროში საქმიან შეხვედრებს მართავს.

უწყებაში არსებული ვითარების გასარკვევად და სამინისტროს გადაბარების პროცესების უზრუნველსაყოფად, ყიფიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატ ზურაბ აზმაიფარაშვილთან, სპორტის ექსპერტ თამაზ თევზაძესთან და ვეტერან ფეხბურთელ ნუკრი კაკილაშვილთან ერთად 9 ოქტომბერს ეწვია, 10 ოქტომბერს კი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა შედგა, რომელსაც კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ცოტნე ზურაბიანიც ესწრებოდა.

მინისტრობის
კანდიდატს მის თანამოაზრეებთან ერთად ვლადიმერ ვარძელაშვილმა სამინისტროში მიმდინარე ძირითადი მიმართულებები, მუშაობის სპეციფიკა და სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებული ვითარება გააცნო.

ლევან ყიფიანის განცხადებით, სამუშაო შეხვედრები ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე გაგრძელდება.

ლევან ყიფიანი: "სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად, ძირითადად, ის სიტუაცია გავაანალიზეთ, რაც დღეისათვის ქართულ სპორტში და ასევე ახალგაზრდული მიმართულებით გვაქვს.

ჩვენ ყველანი ერთად ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია, ამ გადაბარების პროცესში ყველაფერი უმტკივნეულოდ მოხდეს და ქართული სპორტი არ დაზარალდეს"
.

ვლადიმერ ვარძელაშვილი: "ჩვენი მხრიდან მინისტრობის კანდიდატს მაქსიმალურად მივაწოდეთ ინფორმაცია მიმდინარე სიტუაციის შესახებ.

შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ ჩემს მომავალ კოლეგას გამართულად მომუშავე სამინის
ტროს ვაბარებთ. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ძალზე დინამიური სამინისტროა, ყოველდღიურად სხვადასხვა სპორტული ღონისძიება მიმდინარეობს და ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, გადაბარების პროცესმა უმტკივნეულოდ რომ ჩაიაროს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან ყიფიანი: ვისურვებდი, მიხეილ ყაველაშვილი ჩემს გვერდით იყოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული