უწყებაში არსებული ვითარების გასარკვევად და სამინისტროს გადაბარების პროცესების უზრუნველსაყოფად, ყიფიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატ ზურაბ აზმაიფარაშვილთან, სპორტის ექსპერტ თამაზ თევზაძესთან და ვეტერან ფეხბურთელ ნუკრი კაკილაშვილთან ერთად 9 ოქტომბერს ეწვია, 10 ოქტომბერს კი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა შედგა, რომელსაც კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ცოტნე ზურაბიანიც ესწრებოდა.
მინისტრობის
ლევან ყიფიანის განცხადებით, სამუშაო შეხვედრები ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე გაგრძელდება.
ლევან ყიფიანი: "სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად, ძირითადად, ის სიტუაცია გავაანალიზეთ, რაც დღეისათვის ქართულ სპორტში და ასევე ახალგაზრდული მიმართულებით გვაქვს.
ჩვენ ყველანი ერთად ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია, ამ გადაბარების პროცესში ყველაფერი უმტკივნეულოდ მოხდეს და ქართული სპორტი არ დაზარალდეს".
ვლადიმერ ვარძელაშვილი: "ჩვენი მხრიდან მინისტრობის კანდიდატს მაქსიმალურად მივაწოდეთ ინფორმაცია მიმდინარე სიტუაციის შესახებ.
შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ ჩემს მომავალ კოლეგას გამართულად მომუშავე სამინისტროს ვაბარებთ. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ძალზე დინამიური სამინისტროა, ყოველდღიურად სხვადასხვა სპორტული ღონისძიება მიმდინარეობს და ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, გადაბარების პროცესმა უმტკივნეულოდ რომ ჩაიაროს."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლევან ყიფიანი: ვისურვებდი, მიხეილ ყაველაშვილი ჩემს გვერდით იყოს